ვატო არველაძე "სელტიკში"? - შოტლანდიური მედია საინტერესო ცნობას ავრცელებს

AutoSharing Option
შოტლანდიის ჩემპიონმა, გლაზგოს "სელტიკმა" პოლონური ექსტრაკლასას წარმომადგენელ "კორონასთან" პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

hitc.com-ის ინფორმაციით, პოლონური კლუბის ახალგაზრდა ტალანტებს ექნებათ შანსი, ივარჯიშონ შოტლანდიური გრანდის რიგებში, გამორჩეული ტალანტები კი "სელტიკის" მოთამაშეები გახდებიან.

არიან "კორონას" დღევანდელ შემადგენლობაში ფეხბურთელები, ვინც შეიძლება "სელტიკის" ინტერესებში ჯდებოდეს? - სვამს კითხვას გამოცემა და ასეთად 21 წლის თავდამსხმელს, ვატო არველაძეს მიიჩნევს.

"გერმანიაში დაბადებული თავდამსხმელი უდავოდ "კორონას" ყველაზე იმედისმომცემი ტალანტია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა.

ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და
მის ინტერესებს სუპერაგენტი მინო რაიოლა წარმოადგენს.

"სელტიკის" ფანებს, ალბათ, მისი უნიკალური გვარი ეცნობათ. ვატოს ბიძამ, შოთა არველაძემ "რეინჯერსში" 4 შესანიშნავი წელი გაატარა", - წერს hitc.com-ი.

ვატო არველაძე "კორონას" ფეხბურთელი 2018 წლის ზაფხულში გახდა და პოლონური კლუბის რიგებში 17 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კიიი, სელტიკშია უკვე!....
buba
05:23 14-09-2019
1
კომეტარებში ჩანს რა ბოღმა და შურიანებიც ვართ ქართველები.... საწყენია უბრალოდ. კობიაშვილმა ხომ ააყვავა ქარული ფეხბურთი
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული