ჯანო ანანიძე ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა Soccer-მა რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურის ანტისიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც მოხვდა.

აი, რას წერს საიტი ანანიძის შესახებ:

"დინამოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელებმა კარისკენ მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, ზუსტად ვერცერთხელ.

ჯანო 75 წუთი იმყოფებოდა მოედანზე. ამ დროის განმავლობაში მას კარისკენ არცერთხელ არ დაურტყამს; არცერთხელ არ გაუკეთებია ისეთი პასი, რომელიც სიტუაციას გაამწვავებდა; არცერთხელ არ მოუტყუებია მეტოქე გუნდის ფეხბურთელები. მოკლედ, არაფერი!

ანანიძე "კრილია სოვეტოვში" იმ მიზნით წავიდა, რომ თავისი თამაშით კიდევ ერთი
შანსი მიეღო "სპარტაკში". ასეთი შეხვედრები ქართველს მოსკოვურ კლუბში დაბრუნებასთან არ აახლოებს."

შემდეგ შეხვედრას სამარული კლუბი შინ, 25 აპრილს, ეკატერინბურგის "ურალის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანო შეეშვი ფეხბურთს, დაისვენე, დაწყნარდი. ჩაკვეტაძეც ჯანოს გზას დაადგა, როგორც ჩანს. და საერთოდ, სირიელები და ჩინელები მოვიწვიოთ ნაკრებში, ისინი არ დაიმტრევიან. უკეთესი გენეტიკა აქვთ.
0
რა გინდათ ამ ჯანოსგან ამდემი ტრამვების და უბედურების შემდეგ,ჩვენ რას ვაკეთებთ საქმის გამოსასწორებლად იმაზე ვისაუბროთ.
ილია
14:32 27-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული