ჩაკვეტაძის განაცხადიდან გამოყვანა მატჩის წინ გადაწყდა - ქვილითაიამ 56 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
27 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის მე-6 ტურში ქართველების "გენტი" სახლში 0:1 დამარცხდა ლიდერ "გენკთან".

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე წინასამატჩო განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ თქვა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ათამაშებდა თუ არა, ამას უშუალოდ შეხვედრის დაწყების წინ გადაწყვეტდა. ჰოდა, გადაწყვიტა არ ეთამაშებინა, რადგან ქვეყნის პირველობაზე მისი გუნდი ვერაფერს ვერ მიაღწევს და ევროტურნირებზე გასვლის ერთადერთი იმედი თასია, რომლის ფინალშიც 1 მაისს ბრიუსელში "მეხელენს" შეხვდებიან.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძეს შეიძლება მუხლის ოპერაციის გაკეთება მოუწიოს.

რაც
შეეხება თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას, რომან იარემჩუკის განაცხადში არყოფნის გამო პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში, 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 56-ეზე კი შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პიროვნულად ვუთანაგრძნობ და ვგულშემატკივრობ. ეროვნულად არც მიკვირს და აღარც ვღელავ ისე მივეჩვიე ასეთ სიახლეს. ასე რომ გაწირეს ეს ახალგაზრდები აღმზრდელებმა, ნეტავ თვითონ როგორ არიან?
ირაკლი
10:19 28-04-2019
0
რა საჭიროა ამდენი წვრილმანების წერა?
Vaxo
08:09 28-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული