2 ნოემბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, ბუდაპეშტში ლაშა დვალის "ფერენცვაროში" და ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" დაზავდნენ - 1:1.
ანგარიში დებიუტში მასპინძელთა გუნდის უკრაინელმა ნახევარმცველმა დანილო იგნატენკომ გახსნა, შესვენების შემდეგ კი ზივზივაძემ თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.
ზივზივაზემ ჩემპიონატის 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო რაც შეეხება დვალს, ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"ფეჰერვარს", "მეზდოკოვეშდს" და "ფერენცვაროშს" 23-23 ქულა აქვთ და ლიდერები არიან, ოღონდ ამ უკანასკნელს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.