გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში ბრწყინავს - ისევ მოიგერია პენალტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი მეკარე გიორგი მაკარიძემ.

მე-15 ტურში მაკარიძის "ვიტორიამ" საკუთარ მოედანზე, სეტუბალში 1:0 დაამარცხა "ავეში" და გამარჯვებაში დიდი წვლილი ჩვენებურმა შეიტანა.

52-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გიორგიმ ირანელი თავდამსხმელის, მეჰრდად მოჰამადის თერთმეტმეტრიანი აუღო, ამის შემდეგ მასპინძლებმა გოლი გაიტანეს და მოიგეს.

ეს ამ სეზონში მაკარიძის მიერ მოგერიებული მეორე პენალტია - 10 ნოემბერს მან 11-მეტრიანიდან გოლი თავის ყოფილ გუნდს, "რიუ ავეს" არ გაატანინა.

მან მიმდინარე ჩემპიონატზე 10 გოლი გაუშვა და ეს მისი გუნდის კლასის გათვალისწინებით შესანიშნავი შედეგია, რამეთუ
უფრო ნაკლები გოლი მხოლოდ "ბენფიკას" (5) და "პორტუს" (6) აქვთ გაშვებული.

"ვიტორია" 19 ქულით მე-7 ადგილზეა და 22 დეკემბერს ლიდერ "ბენფიკას" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიო.
Mara
15 დეკემბერი 2019 23:47
0
აზრი? ისევ ლორია იდგება ნაკრების კარში))))) უბრლაოდ მიზეზს ვერ ვხვდები, აი ვეეერ)))) სადაც შეუძლია ყველგან ჭამს ლორია))) თითო თამაშში თითო საგოლე შეცდომას უშვებს :)
Tbiliseli
15 დეკემბერი 2019 18:32
3
იიიიიიიიი,აი შენ შემოგევლოს მთელი შეგნებული ბიბლიოთეკა და მთელი ევროპის ჩემპიონატი ,ბრძენი ხარ
ქართველი
15 დეკემბერი 2019 23:08
0
იმედია ამ სეზონის შემდეგ მაკარიძეს უფრო უკეთეს გუნდში ვიხილავთ. წარმატებები მაკარიძეს.
G.LA
15 დეკემბერი 2019 12:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული