თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში "კონიასპორი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა მესამე ადგილზე მყოფ "ტრაბზონსპორთან". გოლი პირველ ტაიმში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ალეკსანდრ სიორლოტმა გაიტანა, რომელიც გასულ სეზონში "გენტის" ღირსებას იცავდა.
მასპინძელთა გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს ნახევარმცველი ლევან შენგელია. სამწუხაროდ, მას ახალ გუნდში საქმეები კარგად ვერ მისდის - 9 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, ერთხელ კი გააძევეს.
"კონიასპორი" 15 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 29 დეკემბერს სტუმრად "ალანიასპორს" შეხვდება.