"სარაგოსას" ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილის სამსახურით საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი "პანათინაიკოსი" დაინტერესდა, - ამ ინფორმაციას Live Sport-ზე დაყრდნობით patrasevents.gr ავრცელებს.
"პანათინაიკოსი" ამ სეზონში უხეიროდ ასპარეზობს, 17 ტურის შემდეგ ჩემპიონატში 22 ქულით მე-7 ადგილზეა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გასაძლიერებლად ფეხბურთელებს ესპანურ ბაზარზე ეძებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პაპუმ მიმდინარე სეზონში "სარაგოსაში" სეგუნდა დივიზიონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ შეცვლებზე შედიოდა, ოდენ თასზე ათამაშეს ძირითად შემადგენლობაში და არაგონულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
გიორგის საკუთარ რიგებში ხილვა სანტანდერის "რასინგს" სურდა, მაგრამ
"სარაგოსას" ფინანსურ საკითხზე ვერ მოურიგდა და patrasevents.gr-ის მტკიცებით, ამ ტრანსფერს ათენური კლუბი ადვილად ვერ გაჩარხავს.