29 წლის ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ფინური სიკ-დან ამავე ქვეყნის კტპ-ში გადავიდა.
კტპ ქალაქ კოტკას გუნდია, მეორე ლიგაში მეოთხე ადგილზეა და ბეგლარიშვილს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ის ადრე "დილაში", თბილისის "ლოკომოტივში", "სიონში", "ფლორასა" და "ჰონვედში" თამაშობდა.
გასული წლის თებერვალში მან ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს და რამდენიმე თვე გაუცდა, ახალ გუნდში ვარჯიშს შეუდგა და თუ უფლება მიიღო, შაბათს, 8 თებერვალს თასზე ითმაშებს კიდეც.
ბეგლარიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ზაქარია ბეგლარიშვილი ბუდაპეშტის "ჰონვედში" გადავიდა
"პაულინიო, ბეგლარიშვილი, მესი" - ვინ იბრძვის 2018-19 წლების სეზონის "ოქროს ბუცისთვის"?
"ესტონურ პასპორტს ყოველდღე ველოდები" - ზაქარია ბეგლარიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ლეგიონის უქმეები: ბეგლარიშვილის ბენეფისი, 7 გოლი და ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი [VIDEO]
ახლა მეორე ლიგის დონეზეა?