საბა ლობჟანიძემ "ფენერბახჩეს" გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩე" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ამ მატჩში ლობჟანიძემ გახსნა. მან თავის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და 73-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ კიევის "დინამოდან" იჯარით აყვანილმა ლუქსემბურგელმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმაც დალაშქრა "ფენერის" კარი. ორივე საგოლე გადაცემა პოლონელმა ნახევარმცველმა კონრად მიჩალაკმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად "გენჩლერბირიგლის" დაუპირისპირდება. არადა, სანამ გადახალისდებოდა,
"ანკარაგიუჯიუ" ყველას გასავარდნად განწირულად მიაჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გვილია,ჩაკვე,შენგელია საგოლე გადაცემები.
საბა,ბუდუ,აბურჯანია გოლები. ნელ-ნელა ვემზადებით მარტისთვის.წარმატებები
საქართველო
16 თებერვალი 2020 05:19
0
საბა უკონკურენტო ფეხბურთელი გახდება ნაკრებში. წარმატებები ბიჭებს
გოგა
16 თებერვალი 2020 10:40
0
ლობჟანიძემ ნაკლებად გაიტანა აქ გოლი. წარმატებები საბას
555
16 თებერვალი 2020 12:20
5

სიახლეები პოპულარული