თბილისის "დინამოს" მცველი კარიერას ავსტრიის ბრინჯაოსპრიზიორში განაგრძობს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

როგორც რამდენიმე ავსტრიული სპორტული გამოცემა წერს, თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვოლფსბერგერში" განაგრძობს.

ქართველმა ფეხბურთელმა "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ დატოვა და უკვე ავსტრიაში იმყოფება.

ლოჩოშვილს "ვოლფსბერგერში" კიდევ ერთი ქართველი - გურამ გიორბელიძე დახვდება. აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის ბუნდელისგაში მე-3 ადგილის დაკავებით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.

შესაბამისად, ორივე ქართველი ფეხბურთელი ევროპის პრესტიჟით მეორე საკლუბო ტურნირზე ითამაშებს.


მკითხველის კომენტარები / 31 /
სამწუხაროდ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე "ნიჭიერ და პერსპექტიულად" რჩებიან. რაც მაგ ბიჭს მხარდაჭერა ქონდა, გინდა "დინამო" გინდა სხვა, ნაკრები, მარა რა? ვერ ნუ! შ... ით ეხლა
სერგო
14:54 03-09-2020
1
მომკლა ამ ერთი და იგივე ტექსტებმა,ქართველი და შრომა ერთად ვის გაუგია,ჩადით მარნეულში და ნახეთ აზერები ჭიანჭველებივით შრომობენ,ჩვენები კი ბირჟას ამაგრებენ,ასეთი ვართ და რა გავაკეთით,ზატო დედები და დენბი ხომ გვყავს ლუკმაპურის საშოვნელად გაგზავნილი იტალიებში და საბერძნეთებში,თურქეთებშიც,ჩ ენ კი კაზინოებში ხო ვფლანგავთ მათ ნაშრომს,კარგით რაა...
ბაჩი
00:02 25-08-2020
0

სიახლეები პოპულარული