რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" მოსკოვში 1:0 დაამარცხა "დინამო". გოლი ყაზანელმა დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით 31-ე წუთზე გაიტანა.
43-ე წუთზე ხვიჩას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი პარშივილიუკი შეეჯახა, სავარაუდოდ, ცხვირი გაუტეხა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ის ანალოგიური ტრავმის გამო გასულ სეზონში სახის დამცავი ნიღბით თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა დედაქალაქელთა ორი და ყაზანელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა.
"რუბინი" 11 ქულით მეოთხე ადგილზეა და 20 სექტემბერს "სპარტაკს" უმასპინძლებს. მოსკოვის "დინამო" კი ასევე 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.
ღმერთმა ჯანი მისცეს და მეშინია არ დაამტვრიონ ამ დედამითე....მა...
ამას წინათ დავწერე, სოციალურ ქსელში უნდა დაიწეროს, რომ ვინც დაამტვრევს ხვიჩას, ფეხები დაეცხრილება, თან დამაჯერებლად უნდა ითქვას, რომ სიში ჰქონდეთ, თორემ სერიოზულად მეშინია, რამე არ დაუშავონ ახვრებმა...