ლოჩოშვილმა ცსკას-ს შემტევებს გასაქანი არ მისცა - "ვოლფსბერგერმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ვოლფსბერგერმა" მოსკოვში რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ცსკა 1:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდში კვლავ შეუცვლელად და ჩინებულად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც მეტოქის შემტევებს გასაქანი არ მისცა. მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. მასპინძელთა რიგებში მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე 20 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა.

"ვოლფსბერგერი" 7 ქულით K ჯგუფში მეორე ადგილზეა და 11 დეკემბერს, უკანასკნელ ტურში "ფეიენოორდს" უმასპინძლებს, რომელსაც პირველ წრეში როტერდამში 4:1 მოუგო. ავსტრიულ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, ცსკა კი
ჯგუფში ჩარჩა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შრომა უნდა გააგრძელოს ლოჩოშვილმა,კარგი მცველი ეყოლება ნაკრებს, ის უკვე იმსახურებს შანსს ნაკრებში.
ziko
04 დეკემბერი 2020 19:49
1
ვულოცავ ლუკას ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას, ძალიან მესიამოვნა ქართველებისთვის პრინციპული, მეტოქე გუნდის წინააღმდეგ ასეთი გულიანი თამაში.
გიზოგ
04 დეკემბერი 2020 13:26
1
რა ვიცი ტირანასთან ერთ-ერთი უსუსტესი იყო ლოჩოშვილი. აბა აქ მტრები ხომ არ არიან ესენი?
Levani
04 დეკემბერი 2020 12:10
0
ყოჩაღ ლუკას რა ჯიგრულად იშრომა
Temo
04 დეკემბერი 2020 10:50
0
მარადიშვილი რა კარგი ფეხბურთელია, საყრდენზეც და მარჯვენა მცველის პოზიციაზეც რა კარგად თამაშობს და როგორ მწყდება გული, რომ რუსეთი არჩია
ტარო
04 დეკემბერი 2020 03:16
6
კაი რა გიო, ჩვენ ვინც გვყავს იმათმა ხო მიაღწიეს უკვე მწვერვალებს..
გიოს
04 დეკემბერი 2020 13:52
1
არაფერი სასირცხვილო აქ არ არის. მაგაშია ზუსტად პრობლემა, რომ სანამ რამეს მიაღწევენ იქამდე არ ადევნებ თვალს, მერე აღარ სურთ ჩვენს ნაკრებში თამაში. რამე ნაღდად დაამტკიცა ამ ბიჭმა, 18 წლიდან ცეესკას ძირითადში თამაშობს და რამდენიმე პოზიციაზე ერთად კარგად ირჯება. რუსეთის ყველა ასაკობრივი გამოიარა. მეტი რა გინდა რომ ქნას? მანდ ვინც არიან ორმა კაცმა თუ გამოაღწია რუსეთს და რამდენი შრომა მოუწიათ გინდ გალოვინს და გინდაც მირანჩუკს. მარადიშვილი ვოლფსბერგერთან უშეცდომო და საუკეთესო იყო თავისი გუნდის რიგებში და ამის დანახვის გამო “ვაპიარებ”. სირცხვილი ის არის რომ ამას ვერ ხვდები
ტარო
04 დეკემბერი 2020 13:39
2
ყველა გამოხმაურება
დავაი ლუკა ფიზიკური მონაცემები კი გაქვს საკმაოდ კარგი მცველისთვის და გამოიყენე მაქსიმალურად
ლშ
04 დეკემბერი 2020 02:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული