საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კლუბი დაშლის საფრთხის წინაშეა

AutoSharing Option
როგორც რუსული პრესა იუწყება, საქართველოს ნაკრების მცველ ჯიმი ტაბიძის "უფა" ფინანსური პრობლემების გამო კლუბის დახურვის საკითხს განიხილავს - ამ საკითხზე დისკუსიები მიმდინარეობს.

"უფას" შესაძლო დაშლის უპირველესი მიზეზი სპონსორების ნაკლებობაა. ასევე, კლუბში ნაკლებად არიან ფეხბურთელები, რომელთა გასხვისებითაც მათ სარგებლის მიღება შეუძლია.

ახლა "უფაში" 3 მილიონ ევროზე ძვირი არც ერთი მოთამაშე არ არის, Transfermarkt–ის შეფასებით. ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძეა, რომლის ღირებულება 2.5 მილიონია.

გასული სეზონის დაწყებამდე კორონავირუსის პანდემიის გამო კლუბის ბიუჯეტი განახევრდა. სეზონის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

რუსეთის
პრემიერლიგის ახლახანს დასრულებულ სეზონში "უფამ" მე-13 ადგილი დაიკავა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. სეზონის განმავლობაში კლუბმა ორი მწვრთნელი გამოიცვალა. 

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერს - ტაბიძემ  მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თავს უკეთ გრძნობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

altტაბიძემ ცსკა-სთან მატჩისას ტრავმა მიიღო

altსაქართველოს ნაკრების მცველმა გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა [PHOTO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული