"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა "ფეიენოორდთან" ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის (1:1) შემდეგ nieuwsblad.be-ს ინტერვიუ მისცა და ტრავმამორჩენილ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა, რომელიც პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში.
- ნიდერლანდებში გატარებული ერთი კვირით კმაყოფილი ხართ?
- ეს კვირა ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ბევრი ტრავმირებული არ გვყავს. დეპუატრე ჯერ კიდევ ინდივიდუალურად მუშაობს, რადგან ფეხი აწუხებს. ის და კიდევ რამდენიმე მოთამაშე მალე შემოგვიერთდება. მთავარია ზოგიერთს სასურველად თამაშის საშუალება მიეცა. ამას გარდა პროგრესირებას ვცდილობთ. ეს ზოგიერთს ზოგიერთზე უკეთ გამოსდის.
- თქვენ მხედველობაში ჩაკვეტაძე გყავთ? ისე მოჩანდა, მატჩის პირველ ტაიმში
- მთლიანობაში ის მომეწონა. მან სასტარტოში პირველად ითამაშა, ხომ ასეა? გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, მაგრამ ეს რთულია. ზეწოლა მოქმედებს. გიორგისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთელი გახდეს. მარტო ბურთის ფლობა არაა მთავარი. თანამედროვე ფეხბურთელი მოედანზე მეტს აკეთებს. ასეთი ტიპის კიდევ რამდენიმე გვყავს. გიორგი გვისმენს და ცდილობს დავალება შეასრულოს. თუმცა, დიდი ხანი მოუწია უქმობა და იმისათვის, რათა ფიზიკურად მეტი სამუშაოს შეასრულოს, გარკვეული დრო დასჭირდება.