"გენტის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეს აკრიტიკებს - გიორგი თანამედროვე ფეხბურთელი უნდა გახდეს!

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა "ფეიენოორდთან" ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის (1:1) შემდეგ nieuwsblad.be-ს ინტერვიუ მისცა და ტრავმამორჩენილ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა, რომელიც პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში.

- ნიდერლანდებში გატარებული ერთი კვირით კმაყოფილი ხართ?
- ეს კვირა ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ბევრი ტრავმირებული არ გვყავს. დეპუატრე ჯერ კიდევ ინდივიდუალურად მუშაობს, რადგან ფეხი აწუხებს. ის და კიდევ რამდენიმე მოთამაშე მალე შემოგვიერთდება. მთავარია ზოგიერთს სასურველად თამაშის საშუალება მიეცა. ამას გარდა პროგრესირებას ვცდილობთ. ეს ზოგიერთს ზოგიერთზე უკეთ გამოსდის.

- თქვენ მხედველობაში ჩაკვეტაძე გყავთ? ისე მოჩანდა, მატჩის პირველ ტაიმში
ხშირად გიწევდათ ყვირილი.

- მთლიანობაში ის მომეწონა. მან სასტარტოში პირველად ითამაშა, ხომ ასეა? გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, მაგრამ ეს რთულია. ზეწოლა მოქმედებს. გიორგისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთელი გახდეს. მარტო ბურთის ფლობა არაა მთავარი. თანამედროვე ფეხბურთელი მოედანზე მეტს აკეთებს. ასეთი ტიპის კიდევ რამდენიმე გვყავს. გიორგი გვისმენს და ცდილობს დავალება შეასრულოს. თუმცა, დიდი ხანი მოუწია უქმობა და იმისათვის, რათა ფიზიკურად მეტი სამუშაოს შეასრულოს, გარკვეული დრო დასჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომელი მწვრთნელი გააკრიტიკებს ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ხანი გაუცდა? ჩაკვე არის ჩვენი იმედი! გენეტიკურად დაჯილდოვებული! ისევე როგორც კვარა! ისევე, როგორც არაბიძე, რომელიც, რატომღაც არის ჩამოწერილი! ნუთუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არაბიძეს მოაბრუნებს ფეხბურთში? მე რომ ვიყო ჩივაძე ან სულაქველიძე, გაბელია, ან ცხადაძე, არველაძე, კალაძე, დავისვამდი ამ ბავშვს და მივხედავდი ბოლომდე. არ შეიძლება ასეთი ტალანტების დაკარგვა! არა!
კომენტარი
06:14 28-06-2021
2
სწორია ეს კაცი,ჩვენ ფეᲮბურთელებს მარტო მატაობა და ბურთის უაზრო თრევა ჰგონიათ კაი ფეხბურთი,არადა თანამედროვე ფეხბურთში ამდენს არავინ გაცდის გადაწყვეტილება წამებში უნდა მიიღო.
თემო
00:01 28-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული