31 წლის ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონური "ლევადიას" წამყვანი ფეხბურთელია, ზედიზედ მეორედ დაასახელეს გუნდში თვის საუკეთესო მოთამაშედ და კონფერენს ლიგაზეც გამოიჩინა თავი.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ლევადიამ" ტალინში 3:1 სძლია გიბრალტარის "სენტ ჯოზეფს" და ამ შეხვედრაში ანგარიში ბეგლარიშვილმა გახსნა.
მან საპასუხო შეხვედრაში გიბრალტარის "ვიქტორიას" სტადიონზეც დალაშქრა მეტოქის კარი, თავის გუნდს კი ფრე (1:1) და შემდეგი რაუნდის საგზური მოუპოვა.
მეორე რაუნდში "ლევადია" ირლანდიის "დანდელკს" დაუპირისპირდება.
ზაქარიამ გასულ სეზონში ესტონეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა.