ოპტიმიზმის საფუძველი მცირეა - კვიპროსული მედია დაუშვილზე

AutoSharing Option
კვიპროსული alphanews-ი "აპოელის" ტრავმირებულებზე საუბრობს, მათ შორის კი მურთაზ დაუშვილის შესახებაც წერს:

"ქართველ ნახევარმცველს პრობლემა ტერფთან დაკავშირებით აქვს და ზუსტი დიაგნოზი დეტალური სამედიცინო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ოპტიმიზმის საფუძველი საკმაოდ მცირეა."

საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი "ახნასთან" მოგებულ (2:1) მატჩში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. მას ტრავმა ზაფხულშიც აწუხებდა და სეზონის სტარტი გამოტოვა. 

"ახნასთან" მატჩში გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია უახლოესი ტურისთვის მოემზადებიან - "აპოელი" 24 ოქტომბერს "არისს" ესტუმრება.

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება

[VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული