კვირკველია მარცხენა მცველის ნაცვლად - "მეტალისტმა" 5 გოლი გაუშვა...

AutoSharing Option
"მეტალისტ 1925", სადაც ახლახან საბა კვირკველია ჩაირიცხა, უკრაინის თასზე "ოლექსანდრიასთან" 2:5 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი მცველი მოედანზე 59-ე წუთზე, მარცხენა მცველ ზაპადნის ნაცვლად ჩაერთო. ამ დროს ანგარიში უკვე 0:3 იყო.

საინტერესოა, რომ "მეტალისტს" 2 გოლზე მეტი საკმაოდ დიდი ხანია, რაც არ გაუშვია და ასეთი ანგარიშით მარცხი მოულოდნელი იყო.

ვალერი კრივენცოვი, მთავარი მწვრთნელი: "სადაც წვრილია, იქ გაწყდეს. სასწაული არ მოხდა. ჩვენ არ გვქონდა დრო, რათა საკმარისი შევსება გვქონოდა, რასაც მოთამაშეთა ტრავმებიც დაემატა".

უკრაინის პრემიერლიგაში მე-7 ადგილზე მყოფი "მეტალისტი" 31 ოქტომბერს
ლუგანსკის "ზარიას" უმასპინძლებს.

altქართველების "ჩერნომორეცი" ნავსის გატეხას და "შახტარის" დამარცხებას შეეცდება

altგვილიას სადებიუტო გოლი - "რაკუვი" 1/8-ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
Ase ra auvarda tavshi rom veghar gamofxizlda ai ra icis moulodnelma fulma.
Kaxa
00:48 28-10-2021
0
რა დროს მაგის წასვლაა, თუ მოინდომებს კიდევ 10 წელი ითამაშებს მაღალ დონეზე.
ზურა
15:00 27-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული