"ჩერნომორეცის" გმირობის ტოლფასი ფრე და წიტაიშვილის ხელიდან გაშვებული შანსი

AutoSharing Option
ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის თამაშს ყურადღებით ვაკვირდებით, ვგულშემატკივრობთ, რომელიც სასურველ გუნდში ვერ აღმოჩნდა, იმედგაცრუებულიცაა, არც უმართლებს, მაგრამ, ალბათ, საქართველოს ნაკრების წევრს მაინც მეტი მოეთხოვება.

უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში "ჩერნომორეცმა", რომლის ღირსებასაც წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე იცავენ, პოლტავაში ფრეს (0:0) მიაღწია ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ვორსკლასთან", რაც ამ გუნდების მდგომარეობის გათვალისწინებით, ოდესელთათვის ლამის გმირობის ტოლფასია. თუმცა, მოგებაც შეეძლოთ.

ვაჩიბერაძემ 79-ე წუთამდე ითამაშა, წიტაიშვილმა - კვლავ შეუცვლელად და ორი მომენტი ჰქონდა. პირველ ტაიმში მცველმა იავორსკიმ მეკარე რიზნიკს უკან პასი მისცა და გიორგიმ ვერ ისარგებლა, 89-ე
წუთზე კი ჩვენებურის დარტყმული ბურთი გოლკიპერმა საოცარ ნახტომში მოიგერია.

"მეზღვაურებმა" პირველად არ გაუშვა ამ სეზონში გოლი, პირველად მოიპოვა სტუმრად ქულა, მე-15 პოზიციაზეა და 6 ნოემბერს "რუხს" უმასპინძლებს.

გიოს 10 ჩატარებულ მატჩში ჯერ თავი არ გამოუჩენია და იმედია, მალე ნავსს გატეხს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
წაიყვანოს არველაძემ კარაგიუმრუქში
Levani
14:28 02-11-2021
0
რამდენს ნიშნავს კარგი აგენტის ყოლა . საცოდაობაა ამ ბიჭის ამ გუნდში ყოფნა
ტოტტი
07:59 02-11-2021
0

სიახლეები პოპულარული