"ვალენსია" თასზე - მამარდაშვილი შანსის მოლოდინში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ვალენსიამ" "ელჩე" (2:1) დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში იასპერ სილესენის პასით გახსნეს - "ღამურების" კიპერმა გონსალო გედეშს გაატანინა.

სილესენმა "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში 2 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი შედეგი სულ 6 კიპერს აქვს. სიის ლიდერი დუდუ ავატეა - 3 შედეგიანი პასით ის "რასინგის", "დეპორტივოსა" და "მალიორკასა" ღირსებას იცავდა.

მატჩის შემდეგ მეკარემ, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში 50-ე შეხვედრა გამართა, კომენტარი გააკეთა:

"მოდით, შობით დავტკბეთ. გვსურს, მანამდე ორ შეხვედრაში გავიმარჯვოთ და შემდეგ ვისიამოვნოთ“.

სილესენი ასევე
განსაკუთრებით გაახარა იტალიელმა კრიშტიანო პიჩინიმ, რომელიც ორწელიწადნახევრიანი ტრავმის შემდეგ რეგულარულად ათამაშდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

16 დეკემბერს "ვალენსია" თასის 1/32-ფინალში "არენტერიოს" ესტუმრება. იმედია, ამჯერად თავის გამოჩენის შანსი გიორგი მამარდაშვილს მიეცემა. შეგახსენებთ, "კოპა დელ რეის" წინა ეტაპზე კიდევ ერთმა სათადარიგო მეკარე ხაიმე დომენეკმა ითამაშა.

კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა გუნდი მზადებას ჩვეულებრივ განაგრძობს.

alteldesmarques: მამარდაშვილის ფასი 8 მილიონი გახდა, "ვალენსია" კი 10-ჯერ უფრო იაფად შეძენას არ ჩქარობს

altმამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32-ფინალში გავიდა

altმატჩის დღე - მამარდაშვილი "კოპა დელ რეისთვის" ემზადება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალენსია წააგებს--ჩერიშევი და ვაასი ნახეთ სურთზე,მგონი მიცემას :)
Levani
18:26 15-12-2021
0
სილესენმა ერთი ბურთიც მაგარი გამოაძრო, ალბათ მილიმეტრები დააკლდა
zviadi
09:46 15-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული