"რომ არა გუგეშაშვილი, "მარსელთან" ანგარიში 0:4 გახდებოდა" - აზერბაიჯანის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ყარაბაღი", რომლის კარსაც ლუკა გუგეშაშვილი იცავდა, სტუმრად 1:3 დამარცხდა "მარსელთან".

ტურნირზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად "მარსელის" თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი აღიარეს. პოლონელმა "ყარაბაღს" ორი გოლი გაუტანა და კიდევ ორის გატანა გუგეშაშვილმა არ დაანება.

სტუმართა გუნდს ცუდად არ უთამაშია, გოლის გარდა კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა და რევანშის იმედი აქვთ.

azerisport-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ვიდადი რზაევმა განაცხადა, რომ წაგება კევინ მედინასა და გუგეშაშვილის ბრალი არ იყო:

"კოლუმბიელმა მცველმა და ქართველმა მეკარემ შეცდომები დაუშვეს, მაგრამ არ შეიძლება წაგებაში ცალკეული ფეხბურთელები
დაადანაშაულონ. დიახ, იყო ინდივიდუალური შეცდომები, მაგრამ ეს მთელი გუნდის თამაშიდან გამომდინარეა.

მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, ლუკამ ორი რთული ბურთი მოიგერია. ანგარიში ხომ შეიძლებოდა 0:4 გამხდარიყო. მთლიანობაში, გუნდმა კარგად ითამაშა, ცალკეული ინდივიდუალური შეცდომები ხდება ხოლმე, თუ გუნდი გოლს უშვებს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს სულ კარგი პრესა აქვს, რაც დასაფასებელია,თუმცა თამაშის ხარისხიც შესაბამისად უნდა მოუმატოს რაც ახალგაზრდულ დონეზე ქონდა…
2 შეცდომა დაუშვა და 2 გოლი მოყვა.
ჯიმსონ გურგენოვი
22:31 18-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული