ფიფას ნაბოძები დროებითი თავისუფლება თუ ქართველი ლეგიონერებისთვის რუსეთიდან თავის დახსნის საშუალება?

AutoSharing Option
როგორც „ნიუ იორკ თაიმსმა" დააანონსა, ორშაბათიდან ფიფამ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებს კონტრაქტების შეჩერების უფლება მისცა. ჯერჯერობით მხოლოდ შეჩერების და არა გაწყვეტის.

მათ შეუძლიათ სხვა კლუბთან ხელშეკრულება 30 ივნისამდე მისი გახანგრძლივების შესაძლებლობის გარეშე გააფორმონ და ეს 7 აპრილამდე უნდა მოახერხონ.

ფიფამ გადაწყვეტილება უეფასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ფეხბურთელებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ 10 მარტამდე თავიანთ რუსულ კლუბებთან ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ყოველ კლუბს უფლება ეძლევა, რუსეთიდან აბარგებული არაუმეტეს ორი მოთამაშისა დაიმატოს.

უკრაინის პრემიერლიგის ლეგიონერებთან კონტრაქტები ავტომატურად შეჩერდა.

რა პერსპექტივაა ეს
რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისთვის? შესაძლოა, ზოგიერთს ფინანსური საკითხის გამო არც აწყობს გუნდის გამოცვლა, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ რუსეთის გარდაუვალი ეკონომიკური კოლაფსიდან გამომდინარე, კლუბებს მალე აღარ შეეძლებათ ხელფასის გადახდა. ლეგიონერები ერთგვარ ცაიტნოტში არიან, კლუბის მოსაძებნად ცოტა დრო აქვთ. თანაც, სანამ ახალ გუნდში გადავლენ, ადაპტაციას გაივლიან და თამაშს დაიწყებენ - ამასობაში სეზონი თითქმის გაილევა და ფიფას გადაწყვეტილების მიხედვით, უკან დაბრუნება მოუწევთ.

სიტუაცია მართლაც რთულია, თუმცა, არავინ იცის, ზაფხულისთვის როგორი ვითარება იქნება და არც ისაა გამორიცხული, იმ დროისთვის რუსულ კლუბებს ლეგიონერების დაბრუნების საშუალება და უფლება არც ჰქონდეთ. დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ, ასეც იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თავისუფლება მონებისთვის ხშირად არის პრობლემა. არ უნდა ამ ხალხს თავისუფლება და შ...ცი თუ გინდა
თემო
09:00 08-03-2022
9
არც ისაა გამორიცხული, რომ სულ მალე რუსეთი საერთოდ აღარ იარსებებს.
ქ. გ.
07:33 08-03-2022
6

სიახლეები პოპულარული