"მამარდას" მართლაც ბრწყინვალე სერია აქვს - ნაკრებში ჩატარებული (ალბანეთთან 0:0) შეხვედრის ჩათვლით, უკვე 6 მატჩია, საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. "ღამურებს" 23 აპრილს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის - თასის ფინალი "ბეტისთან", მანამდე კი "ლა ლიგაში" 3 ტური ჩატარდება. ბორდალასს ქართველი მეკარისადმი ნდობა აქვს და ის სილესენის გამოცდილებამ ვერ უნდა გადაწონოს.
დღევანდელი დაპირისპირება მადრიდში, თბილისის დროით 23:00
მატჩის წინ - მამარდაშვილი თუ სილესენი? - "ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი"
რა შეცვალა მამარდაშვილის ბრწყინვალე ფორმამ? - "კალმის ერთი მოსმით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა"