"ჰამბურგს" ბუნდესლიგაში დაბრუნება ოცნებად დარჩა - ჩაკვეტაძე HSV-ს დატოვებს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში "ჰამბურგი" სახლში 0:2 დამარცხდა "ჰერტასთან" და მომავალ სეზონშიც მეორე ბუნდესლიგაში მოუწევს თამაში.

პირველი მატჩი HSV-ს ბერლინში 1:0 ჰქონდა მოგებული, ჰამბურგში კი დებიუტში დედრიკ ბოიატამ სტუმრები დააწინაურა, 63-ე წუთზე მარვინ პლატენჰარდტმა დალაშქრა დანიელ ჰოიერის კარი და ანგარიში 0:2 გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები აგებდნენ, კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ და შეტევის გაძლიერება სჭირდებოდათ, მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლაზე ისევ არ შეუშვა.

მოკლედ, დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში დარჩა, ხოლო ჩაკვეტაძეს იჯარის ვადა ამოეწურა, მის
კონტრაქტს არ გამოისყიდიან და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 54 000 მაყურებელი

ჰამბურგი - ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 ბოიატა (4), 0:2 პლატენჰარდტი (63)
გაძევება: ტუსარტი (90+6, ჰერტა)

მკითხველის კომენტარები / 5 /
დროა საქართველომ უფიქროს ორი ევროპული გუნდის შექმნა რათა ყავდეს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან თორემ მალე გადასენდება ქართული ფეხბყრთი
ამირან
17:53 24-05-2022
1
ხომ არ ჯობს ბათუმში ერთი სეზონი გაატაროს, ფორმა აკრიფოს და ისევ ევროპული გუნდების ყურადღების ცენტრში მოექცეს?!
მერაბი
09:52 24-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული