
33 წლის კარის დარაჯმა ორაზროვანი კომენტარი გააკეთა. მან არც "მესტალიაზე" დარჩენა გამორიცხა და არც კლუბიდან აბარგება:
"ახალი პრეზიდენტი და მწვრთნელი გვყავს, კლუბთან კი კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს. ძალიან ჩვეულებრივი სიტუაციაა... ახლა ან კლუბთან კონტრაქტი უნდა გავახანგრძლივო ან ახალი გუნდი მოვძებნო", - ამბობს სილესენი.
თავის მხრივ, ესპანური პრესა იუწყება, რომ "ვალენსიას" სილესენის 13 მილიონად გასხვისება სურს, ძირითადი მეკარე კი მამარდაშვილი იქნება.