საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ნიქოზიის "აპოელი" დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლუბის ვებსაიტმა გაავრცელა. მოთამაშემ "აპოელთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეაჩერა.
"ვუსურვებთ თორნიკეს წარმატებას პროფესიონალურ კარიერასა და პირად ცხოვრებაში" - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილი "აპოელს" 2021 წელს "ანორთოსისიდან" შეუერთდა. ამ სეზონში "ოქრიმ" 23 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ვერ დაგეთანხმები არ დაგეთანხმები და დაჟე მეწყინა….საშინელი კომენტარია…სხვებზე გეთანხმები იქრიზე მაგრად ტეხავს…კოსოვოსთან გოლი?შვედეთთან თამაში?იხდალურია ოქრი ნაკრებში ყოველთვის და საუკეთესო