ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში თავი „ანკარაგიუჯიუს“ შემტევმა გიორგი ბერიძემ გამოიჩინა.

ანკარულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „სივასპორი“. ბერიძემ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა და 79-ე წუთზე შეცვალეს. გიორგის მეორე გოლშიც მიუძღვის წვლილი - მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ალი სოუმ ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. ქართველის ანგარიშზე 6 მატჩში 3 გოლია.

„ანკარაგიუჯიუს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით მე-16 ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს „ისტანბულს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაკო გოლი - პასით ნაკრების ბომბარდირია.
ნიკო
19 სექტემბერი 2022 17:27
1
ნახე გოლი და პასი რამდენი აქვს ყაზაიშვილს ნაკრებში და ვინ არის ბომბარდირი ნაკრების.
ნიკო
19 სექტემბერი 2022 16:52
1
ნაკრებში აშკარად არ იქნებოდა ზედმეტი, რამომ არ იძახევს სანიოლი გასაკვირია
gionat
19 სექტემბერი 2022 15:50
0
ნახეთ ყაზაიშვილის თამაში კორეაში, მერე მიხვდები რატომ იძახებს.ძ
ნიკო
19 სექტემბერი 2022 14:51
0
ბერიძე ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია.
qomagi
19 სექტემბერი 2022 13:16
0
სანიოლს დიდ პატივს ვცემ და ისიც ვიცი რომ მოიაზრებს ბერიძეს გაფართოებულ შემადგენლობაში. უბრალოდ მაინც მიკვირს, ეხლა რატომ არ გამოინახა ადგილი, თუნდაც ყაზაიშვილის მაგივრად, რომელიც ძალიან შორი გზიდან ჩამოდის ხოლმე ჩვენთან.
შოთა
19 სექტემბერი 2022 09:21
1
ბერიძის არ გამოძახება ნაკრებში ნამდვილად გამიკვირდა კარგ ფორმაშია სათამაშო პრაქტიკა აქვს გოლები გაქვს და რატომ არ გამოძახეს არ მესმის.
ლევან
19 სექტემბერი 2022 03:44
0
ნაკრებში სასწრაფოდ
ილარ10ნ
19 სექტემბერი 2022 02:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული