"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიამ თქვა, რომ მას "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ დაურეკა და "კვარას" შესახებ ესაუბრა.

"საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს 80-იანი წლების "ნაპოლის" ლეგენდარულ ფეხბურთელ ჩირო ფერარასთან. ის მარადონას პერიოდში იმ დროინდელ გუნდში დიეგოს შემდეგ ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო.

მან "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ დამირეკა, შემდეგნაირად ახსნა კვარაცხელიას მოვლენა და მითხრა... 

80-იან წლებში ღმერთმა ამ ქალაქს მარადონა მისცა, ახლა კი მეორდება ის
პერიოდი და ღმერთმა ახლა ხვიჩა კვარაცხელია გამოგვიგზავნაო...

ამხელა დონის ფიგურა ხვიჩაზე იძახის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ფეხბურთელი კი არ არის, ღმერთისგან ბოძებული საჩუქარიაო", - ამბობს ჟორდანია.

altმთელი სტადიონი სკანდირებს - ხვიჩა კვარაცხელია! - რა ხდებოდა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნაზე "ტორინოსთან" კვარაცხელიას გოლის შემდგომ [VIDEO]

altმაგიური ხვიჩა! - კვარაცხელიას დიდებული შედეგი და მიღწევა რუსეთის დატოვების შემდეგ

alt"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

altკვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩას მშობლებთან ბოდიშის მოხდით: - ხვიჩა მთელი საქართველოს შვილია, საქართველოს დესანტი და ელჩია ევროპის შუაგულში!
ხვჩასნაირი ქართველები გვიმრავლოს ღმერთმა!
ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი, შენ ხარ ქართველების ყოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
13:37 02-10-2022
1
მოდით, ხალხო, არ გვინდა რა ეს მარადონა და მით უმეტეს - კვარადონა და ეგეთები... მარადონა ყველა ასპექტში გენიალური და განუმეორებელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მინდვრის გარეთ ( ნუ ხანდახან მინდორზე ინგლისის ნაკრებთანაც) ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არამისაბაძი პიროვნება იყო და ხვიჩამ ერთხელ უკვე თქვა, რომ მარადონას შემცვლელად არ ჩასულა ნეაპოლში. გასაგები მიზეზების გამო მეტს ვერც იტყვის და ეს ჩვენ, ქართველმა გულშემატკივარმა უნდა გავაკეთოთ... თანაც ისე, რომ ნაკლებად ვიფიქროთ, მავანს რამდენად ეწყინება...ჩვენთვის ხვიჩამ უკვე გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მარადონამ არგენტინისთვის ან ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა მისი ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანაში უიმედობის და უპერსპექტივობის განცდას პირველი სერიოზული ბზარი გაუჩინა და ვგონებ, ეს ნებისმიერ საფეხბურთო სანახაობაზე მეტი უნდა იყოს... ხვიჩა უკვე იმ ქართველებისთვისაც მისაბაძ პიროვნებად იქცა, ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და ამას უკვე ცოტა სხვაგვარი პატივისცემა და მოფრთხილება სჭირდება... იმედია, სწორად გამიგებთ და მხარს დამიჭერთ...
ვოოტ
14:43 02-10-2022
8

სიახლეები პოპულარული