Corriere dello sport: ფენომენმა ქართველმა ღირსეული ჟესტისთვის "ოლიმპიკოზე" აპლოდისმენტები დაიმსახურა

AutoSharing Option
გასვლაზე "ნაპოლის" მიერ "რომასთან" სერია A-ს მეთერთმეტე ტურში მოგებულ მატჩში (1:0) "კორიერე დელო სპორტმა" სტუმართა გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეულ საქციელზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მოედნის ცენტრში მეტოქის ფეხბურთელი ლორენცო პელეგრინი ტრავმირებული იყო, ქართველმა კი რიკ კარსდორპს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და შემდეგ სახიფათო კონტრიერიშისას თამაში არ გააგრძელა.

კვარაცხელიას ჟესტი, რომელმაც "ოლიმპიკოზე" ყველას აპლოდისმენტები დაიმსახურა

"ნაპოლის" შემტევმა კვარაცხელიამ დაინახა, რომ პელეგრინი გაზონზე იწვა (მას ლობოტკამ უნებლიედ ფეხი ჩაარტყა) და სახიფათო შეტევის წამოწყების ნაცვლად ბურთი აუტში გადააგდო, დიდი სპორტსმენის საკადრისი საქციელი გამოავლინა და
გულშემატკივრებმა ქართველ ფენომენს ტაში დაუკრეს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთი არაა მხოლოდ ბურთი და მოედანი... მხოლოდ ნიჭი და ტალანტი... არამედ ის აუცილებელი მორალური ფასეულობა, რომელიც ხვიჩაში მრავლად არის... და არამარტო მისი საოცარი საფეხბურთო თვისებების გამო, არამედ მისი ადამიანობის გამოც გვიყვარს ჩვენი მარგალიტი!
ვახო...
18:09 24-10-2022
0
აუ რა ტვინი წაიღეს კომენტარებში. რას გააფანატეთი, სხვაც არის ნიჭიერიო და ასე შემდეგ.
უკაცრავად მაგრამ ვისაც მინდა იმას გავაფანატებ. ფეხბურთია და მოსულა გაკერპებები და ემოციები.
თქვა ხვიჩას მამამ გარკვევით, რომ ასეთი რამეები ხვიჩაზე ზემოქმედებას არ ახდენსო და ამაში პირადად მე დარწმუნებული ვარ.
მოდით ვისაც ვინ უნდა ის შეიყვაროს და აქ ცენზორებათ ნუ დაუდგებით ხალხს!
დავიდ ვილიაზე ვაფანატებდი ადრე, საერთოდ არ იყო ქართველი მაგრამ ვგიჟდებოდი მისი თამაშია სტილზე. ხვიჩა ისეთია ქართველიც რომ არიყოს მაინც ვუგულშემატკივრებდი, ქართველობა უბრალოდ დაემთხვა, მსოფლიო დონის ფეხბურთელია ჩემი აზრით და ამას თუ სადმე ვიტყვი, ხვიჩა წაიკითხავს და ვარჯიშს მოუკლებს, უკვე მაგარი ვარ და მეტი აღარ მჭირდებაო?
რატომ გაქვთ ასეთი პრიმიტიული წარმოდგენები.
ხვიჩას გაცილებით პატარა ასაკიდან აქვს ეგ ზეწოლა მაგრამ მაგას რომ უყურებდეს ამ დონეზე ვერ ავიდოდა.
მესი და მარადონა არისო ყველაზე იძახის ხალხი თუ ვინმე ბურთ გააგორებს, მთავარია ვინ გახდება მართლა მაგარი და ვინ შუა გზაში მიატოვებს თამაშს.
ხვიჩას აქვს მოტივაცია და ამაში ვერ შეუშლის ხელს ვერავინ.
პირადად მე ფეხბურთი ამ ემოციის გამო მიყვარს რასაც ფეხბურთელების მიმართ განვიცდით გულშემატკივრები, რთულ მომენტში ვამხნევებთ, კარგ მომენტებში ტაშს ვუკრავთ და ვაქებთ.(ნუ იმათ არ ვთვლი გულშემატკივრად ვინც ცუდ მომენტებში აგინებენ ფეხბურთელებს)
ზოგი აღმერთებს, ვიღაცა ხატებს ამზადებს მის სახელზე, ვიღაცა სიმღერას უძღვნის, ეს ყველაფერი არის საფეხბურთო ემოცია და ადამიანებს ამის უფლება აქვთ.
რა არის აქ გაუგებარი!!
Spain
17:03 24-10-2022
4

სიახლეები პოპულარული