ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
28 წლის თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიას ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ყაზახეთის აკტაუს "კასპიიში" გადავიდა, - იტყობინება Sports.kz კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.

"კასპიიმ", რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა და რომელსაც 13 ნოემბერს კახა ცხადაძე ჩაუდგა სათავეში, ფანცულაიას ხელშეკრულება გაუფორმა.

SportХ.kz-ის ცნობით, ცხადაძემ ფანცულაიას გადაყვანის გამო უარი თქვა მეორე ქართველი ლეგიონერის, "აკჟაიკის" ბომბარდირის, თომა ტაბატაძის ტრანსფერზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საიდან გამონახავენ ხოლმე ასეთ კლუბებს.ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს სად ვართ :( რა დონის ხელფასებია აქ,რომ ყაზახეთის მე-9 ე ადგილოსანს გაცილებით მეტის გადახდა შეუძლია :( ასეა თუ ისე წარმატებები ლეგიონერებს ყველას.
qomagi
01:02 30-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული