დავითაშვილი ისევ აქტიური იყო - კაცნაკლული" ბორდო" ლიგა 1-ის ერთ-ერთ ლიდერთან დამარცხდა

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „რენთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ჟირონდულმა გუნდმა ლიგა 1-ის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს ტოლი არაფერში დაუდო და ბრძოლა გაუმართა. შეხვედრა ლამაზი სანახავი იყო, მაღალ ტემპში, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ქართველი მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა, თამაშს ამწვავებდა. სტუმრები შუა პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, როდესაც მასპინძელთა დაცვის ცენტრი ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურიგომ გაიტანა. ანგარიში ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მაჯამ გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ დოკუს დარტყმული ბურთი რიკოშეტით გავიდა და „რენი“ ისევ წინ გაიჭრა, შემდეგ მსაჯმა
ბორდოელთა მცველი ბოკელე მოედნის ცენტრში უხეშობისთვის პირდაპირი ბარათით გააძევა და მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. ზურიკო 74-ე წუთზე შეცვალეს.

„ბორდო“ ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა და 10 იანვარს გასვლაზე „კაენს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - რენი 1:2
გოლები: 0:1 ბურიგო (23), 1:1 მაჯა (45+2), 1:2 დოკუ (53)
გაძევება: ბოკელე (60, ბორდო)

მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ ტაიმში, რენი აქტიურ პრესინგს თამაშობდა და ბოდროს ძალიან უჭირდა მეტოქის ნახევარზე გადასვლაც კი.პასების სიზუსტეც ძალიან დაბალი ჰქონდათ და ყოველი გამამწვავებელი პასი,იკარგებოდა.მათგან გატანილი გოლი,მთელ ტაიმში ერთადერთი დარტყმა იყო,მეტოქის კარისაკენ.რენმა მხოლოდ ბორდოს ფეხბურთელის გაძევების შემდეგ მოუშვა პრესინგის მარყუჟები და ბოლოსაკენ,ბორდომ გაიბრძოლა,ანგარიშის გასათანაბრებლად.თუმცა უშედეგოდ.რა ვიცი,წავიკითხე სტატია და ასე მგონია,სხვადასხვა თამაშზე ვსაუბრობთ.
სოსო
16:49 08-01-2023
0

სიახლეები პოპულარული