"კვარაცხელიაში 20 მილიონი მეტისმეტია" - "რუბინმა" "იუვენტუსს" დასცინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა "რუბინმა" "იუვენტუსს" "TikTok"-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დასცინა, რომელშიც ქართველი ტურინული გუნდის ფორმაშია.

ვიდეოზე კვარაცხელიას "იუვენტუსთან" გატანილი გოლია ასახული და წარწერაც აქვს დართული: "იუვენტუსმა" 2021 წელს ჩათვალა, რომ 20 მილიონი ევრო კვარაცხელიაში - ეს მეტისმეტია".

გასულ წელს "იუვეში" ხვიჩას გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კლუბი სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა დატოვა და ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შემდეგ ის "ნაპოლიმ" შეიძინა.

ხვიჩამ 13 იანვარს "იუვენტუსთან" მოგებულ მატჩში (5:1) გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არადა დამპალმა რუსებმა სპეციალურად დაადეს ფასი 20 და 25 მილიონი მაშინ როცა ტრანსფერმარკეტზე ფასი 15 მილიონი ედო, რომ ვერ გაყიდულიყო და რუსეთში დაეტოვებინათ. ეგ ეხლა აწია ხვიჩამ თავისი ფასი 100 მილიონამდე, თორე მაშინ 20 მილიონი იყო დასაბლოკი და რომ ვერ გაყიდულიყო მაგისთვის სპეციალურად გაბერილი ფასი. რუსები იმდენად გველის წიწილები არიან რომ ეხლა თავს იმართლებენ და პირველ რიგში თავიანთ შოვინისტ დეგენერატ თანამემამულეებს მოკითხონ რა უნდა იტალიაშიო ინსინიეს შემცვლელად სასაცილოაო და ბათუმის ნაპოლი არი მაგის მაქსიმუმიო რომ გაჰკიოდნენ
Risxva.
23:35 15-01-2023
8
რუბინი რომ გუნდი ყოფილიყო და ევროპაზე გამოჩენილიყო, ხვიჩაში 20 კი არა 60 გადაიხდიდნენ. იმ წუმპეში ვერავის ვერც პასს უკეთებდა და ვერც პასს უკეთებდნენ ნორმალურად. იუვესთან ხვიჩამ რომ პასი მისცა ოსიმენს ასეთი პასი ვისთვის უნდა მიეცა რუბინში? გვერში ფეხბყრთელები თუ არ გყავს ვერ ითამაშებ იმას რაც შეგიძლია. მაგ რუბინში მესისი რომ ეთამაშა ისიც ვერ იქნებოდა მესი, გვერდზე არც ინიესტა ეყოლობოდა და არც ხავი.
G.LA
23:36 15-01-2023
6

სიახლეები პოპულარული