"ვალენსიას" მხრიდან საუკეთესო იყო" - რას წერენ ესპანურ პრესაში "მამარდაზე"

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში "ვალენსია" გასვლაზე "რეალთან" 0:2 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, "ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

ესპანურ პრესაში "მამარდას" შესახებ წერენ, ცნობილი გამოცემები აღნიშნავენ, რომ 22 წლის მეკარე, გუშინ ვალენსიელთა შემადგენლობიდან საუკეთესო იყო.

"სტუმართათვის მატჩი ცუდად დაიწყო. "რეალმა" პირველი მომენტი შეხვედრის დასაწყისში, მე-3 წუთზე შექმნა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა მარკო ასენსიოს აჯობა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა. მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა, "ბლანკოსი" კვლავ ბევრს უტევდა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით
სძლია" - წერს Plazadeportiva.

"მამარდაშვილი "ვალენსიას" რიგებიდან საუკეთესო იყო, მაგრამ ასენსიოს გოლის მომენტში ქართველი გაშეშდა. მიუხედავად ამისა, გიორგიმ 2 კარგი მოგერიება შემოგვთავაზა, მათ შორის მე-3 წუთზე სწორედ შეხვედრის პირველი გოლის ავტორს, მარკოს ასენსიოს აჯობა" - წერს AS-ი.

"ვალენსია" 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში "ჟირონას" დაუპირისპირდება.

45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი „რეალი“ ლიდერ "ბარსელონას" 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს "მალიორკას" ეწვევა.

altმამარდაშვილმა გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა - "ვალენსია" "რეალთან" დამარცხდა და ვარდნას აგრძელებს [VIDEO]

alt"მამარდამ" ასენსიოს არ გაატანინა, ქართველის ბრწყინვალე მოგერიება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული