სლუცკი: ხვიჩა მილიონთა კერპია - "ნაპოლიში" "რუბინიდან" წავიდა და არა ბათუმის "დინამოდან"

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის, "იუთუბის" არხ Tennesi-ზე ჟურნალისტმა დმიტრი შნიაკინმა კითხვა დაუსვა - ხვიჩა იმიტომ ათამაშდა, რომ სლუცკისთან მუშაობდა თუ იმიტომ, რომ სლუცკისგან წავიდა?

"პროვოკაციული კითხვაა. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ ფეხბურთელის განვითარებაში საკუთარ წვლილზე ვლაპარაკობთ, ამის შესახებ ყოველთვის თავად ფეხბურთელს უნდა ვკითხოთ. "რუბინში" ჩემი მისვლის მომენტში ის სასტარტოს ფეხბურთელი არ იყო, სათამაშოდ რაღაც მცირე დროს იღებდა და არასოდეს არ იყო გამოძახებული საქართველოს ნაკრებში. "რუბინიდან" პირდაპირ "ნაპოლიში" წავიდა. სწორედ "ნაპოლიდან" და არა ბათუმის "დინამოდან". "ნაპოლისთან" კონტრაქტს ხელი მაშინ მოაწერა,
როდესაც ყაზანიდან წავიდა და საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა.
იმ მომენტისთვის ნაკრებისთვის უკვე ყველაზე საკვანძო ფეხბურთელი გახდა. ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ მოხდა - ჩვენ მასთან ვმუშაობდით, ვეხმარებოდით. თავისი კომპლექსური ზრდის გამო ის ჩემი მადლობელია - არა მარტო სპორტული, არამედ საერთო, ადამიანური.

ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ეს ობიექტური რეალობაა. ადამიანს აქვს ასეთი სტატისტიკა. მას იტალიის ჩემპიონობამდე სულ ცოტა უკლია, რისთვისაც "ნაპოლის" 1989/90-ის სეზონის შემდეგ არ მიუღწევია. ის მილიონთა კერპია. კარგია, რომ ყველაფერი თავიდანვე წაუვიდა. მის გამო განვიცდიდი. ის ემოციური ფიგურაა. თუ თამაში წაუვიდოდა - ფრთებს გაშლიდა, თუ არ წაუვიდოდა - მაშინვე შეეძლო საკუთარ თავში ჩაკეტილიყო. კარგია, რომ სტატისტიკის მხრივ თავიდანვე გამოუვიდა და კაშკაშა ინდივიდუალური მომენტებითაც".

მკითხველის კომენტარები / 65 /
ხვიჩა არის ქართველი ფეხბურთელი, ქართული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, სლუცკიმ ან ვინმე სხვამ რაც არ უნდა ილაპარაკონ და წერონ ამ რეალობას ვერავინ შეცვლის, რუსული ფეხბურთის აღზრდილი ძუბაა და ეს თვითონაც კარგად უწყიან, არა რა ყველაფერში როგორ გვეცილებიან, ყველაფერი როგორ უნდათ რომ წაგვართვან ამ ხალხმა, მე მგონი ჯანმრთელი აღარავინ დარჩა, ყველა ავად როგორ არის გავგიჟდი რა!
Ანზორი
00:55 04-03-2023
0
სპორტალის ჟურნალისტებო ვერ ხვდებით ამ სტატიებით რომ რუსების ამ ნარატივის პროპაგანდას ეწევით?!ანუ იმის რომ ხვიჩა რუსების დამსახურებააა და ქართველ მწვრთნელებს მის აღზრდაში წვლილი არ მიუძღვით
გაგა
12:52 03-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული