როგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

AutoSharing Option
მატჩის შემდეგი ემოციები ჯერ კიდევ დუღდა და შესაძლოა, სათანადოდ ვერ აღვიქვით ის ამბავი, რომ საფინალო სასტვენიდან მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ ვრცელი, გულიდან წამოსული და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი მიმართვა გაავრცელა. ეს ჩვენთვის ახალი სიტყვაა და არც ხშირად გვახსენდება, ასეთი ოპერატიულობით და მთელი განცდით მოთამაშეს თავისი სათქმელი ეთქვას. ყველაფერი ბრჭყვიალა ფრაზებით გაჯერებული არ ყოფილა და გარკვეულწილად, ტკივილის გაყუჩების ფუნქციაც ჰქონდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაზეც მუდმივად ვწერდით - "კვარას" მთავარი მიზანი ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა, ის ამისთვის იღვწის, მხოლოდ
ეს აბედნიერებს და მეორე -
"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თვითკმაყოფილებას არასოდეს ეძლევა და მისი თითოეული დღის მიზანია, ის წინაზე უკეთესი იყოს, რაღაც ახალი შეისწავლოს. ჩვენებური ოცნებებში ისე არ გადაეშვება, ამან მოადუნოს, პირიქით, ის ეხმარება, უკეთესი გახდეს.

Sportall.Ge

ახლა ვთქვათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო და გვინახავს გავრცელებული ტექსტი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში. აქ აქცენტი იქნებოდა იმაზე, რომ გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, იყო უიღბლობა, მსაჯის შეცდომები და ა.შ. და ბოლოს - მალე მონატრებულ სკუდეტოს ვიზეიმებთ და "ამით დავკმაყოფილდეთო". ამიტომაცაა, კვარაცხელიას სიტყვების დრო, კონტექსტი და შინაარსი აღმაფრთოვანებელი. თანაც, ხვიჩას ამ ყველაფრისთვის ხომ კონსილიუმი არ გაუმართავს, პიარ-ჯგუფები არ ჩაურთავს და ტექსტის კორექტურა ორი დღის განმავლობაში არ უკეთებია; მანამდე ხომ მუხლებზე დაემხო, დათრგუნული ჩანდა, თუმცა დროებით...

77-ე ნომრის სიტყვები თავის გამართლება არაა. მას საამისო არაფერი აქვს, თუმცა პენალტის გამოუყენებლობის გამო საჭიროდ მიიჩნია, უფრო მეტი ეთქვა, თითოეული ნეაპოლელის თვალებში ჩაეხედა და გულისცემა ეგრძნო...

Sportall.Ge

ის კადრებიც ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა ქართველ ფეხბურთელთან როგორც თანაგუნდელები, ასევე, მწვრთნელის ჩათვლით, მთელი "მილანი" მიდის და ცდილობენ, ფეხზე წამოაყენონ, აგრძნობინონ, რომ დიდია, ვარსკვლავური გზის მხოლოდ დასაწყისშია და ეს ტკივილი ძალიან მცირეა იმასთან, რაც შეიძლება ამ ლაბირინთებში შეგხვდეს. ყველას ნამდვილად არ ეცოდინება, რომ "კვარადონამ" უკვე ბევრი ნახა, არაერთი განსაცდელი გაიარა და მალე სკუდეტოს მოიპოვებს, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესოც კი გახდეს და ეს წოდება იმ ლეაოსგან გადაიბაროს, ახლა მის გუნდს რომ აჯობა.

ჩვენთვის ბედნიერებაა ის, როგორც ხვიჩას ვარსკვლავი იბადება და მას როგორც იცნობენ. წმინდა საფეხბურთო ნიუანსებში ჩვენებურისგან არასდროს იქნება მეტოქის უპატივცემულობა, სიმულაცია, აგრესია, ბოლომდე დახარჯვის პრობლემა. კვარაცხელია მოედნის გარეთაც სამაგალითოა სკანდალების, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრისა და ამპარტავნებაში გადასული დიდების გარეშე.

Sportall.Ge

როგორი იქნება "კვარას" ამბები "მილანთან" მატჩის შემდეგ? პირველ რიგში, ის იმ სირთულეებს ჩაუღრმავდება, რაც ჯერ კიდევ აქვს და რისი გამოსწორებაც სჭირდება. სერია "ა"-ში 8 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 14- ქულიანი უპირატესობა კომფორტულია, თუმცა სეზონი ღირსეულად უნდა დასრულდეს. თავისი ანგარიშები "ინტერთანაცაა" გასასწორებელი, მილანურ დაპირისპირებებში არბიტრის შეცდომების ნაკლებობაც არ იყო.

წლის დასაწყისში, 13 იანვარს, "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი კვარაცხელიამ ტუჩებთან თითის მიტანით აღნიშნა. მანამდე ხომ გუნდსა და მას კარგი პერიოდი არ ედგათ. კრიტიკოსების გაჩუმება ახლაც საჭიროა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში ეს ისედაც შეძლო.

ყველაფერ ამას სეზონის ბოლოს სატრანსფერო აქტიურობაც დაერთვება და ხვიჩა მზად ამისთვისაც უნდა იყოს. ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე ძალიან აქტიურად იწერება. ორივე ლიდერის გასხვისებას დე ლაურენტისი იოლად ვერ დათანხმდება, საქმე რაც უნდა დიდ თანხებთან გვქონდეს. ნიგერიელის შემცვლელს იპოვიან, თუმცა ამ დუეტის დაშლა, რომელსაც ერთად ბევრი შეუძლია, სამწუხარო იქნება. ამ ამბებზე ბევრი ნერვიულობა არ გვჭირდება, დარწმუნებული ვართ, როგორც თავად ხვიჩა, ასევე მის გვერდით მყოფი ადამიანები საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ქართველი ფეხბურთელი დიდი სატრანსფერო ინტერესით - ეს ჩვენთვის რაღაც ახალი და სასიამოვნოა, თორემ ამ პროცესში კარგი ბევრი არაფერია.

altჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...

alt"გადამწყვეტ მომენტში ბევრჯერ ავაცილე, ამიტომ მოვიგე ყველაფერი" - "ჯორდანის" სიტყვები, რომლებიც ხვიჩას დაეხმარება

მკითხველის კომენტარები / 40 /
აი მაგ ტუჩებთან თითის მიტანის ამ მაიმუნური ანგლოსაქსური ჟესტიკულაციის გადმოკოპირების გამო, ეგ ბიჭი ვერასოდეს ღირსეულ კაცად ვერ ჩამოყალიბდება.

კრიტიკოსები კი არ უნდა გააჩუმო, კრიტიკოსები უნდა ალაპარაკო და თან ყურადღებით უსმინო და გამოასწორო შეცდომები.
ისტორია
21 აპრილი 2023 13:04
14
მაგ ბიჭი უკვე არის ღირსეული ადამიანი, აი შენისთანა ბოღმებს რა ეშველება არ ვიცი.
alex
21 აპრილი 2023 23:55
0
ლიგის მოგება კარგია მაგრამ, მთავარია რომ კვარამ ღირსეულად და ყველაზე საუკეთესოდ ითამაშა მილანთანაც და საერთოდ პირველი სეზონია არ დაგავიწყდეთ და რამდენი სასიამოვნო პასი და გოლების ვიდეოებია უკვე შეკრული. მაგარი ხარ კვარა
ალექს
21 აპრილი 2023 06:05
0
ბიჭო საუკეთესო როგორ იყო, როგორ?! როცა შედეგი ნული, გატანილი ბურთი ნული, გოლის თანაავტორობა ნული?! მეტი რითი იზომება თავდამსხმელის ღირებულება, ოეე?!
კბილის მხეხავი
21 აპრილი 2023 13:06
2
როგორი იქნება და ძალიან კარგად...ქართული სპორტი როგორ არის იმას მიხედეთ პერსპექტიული ბავშვები რომ იჩაგრებიან გუშინდელი ჭიდაობის არ იყოს.
ხვიჩა ყოველთვის კარგად არის ...
აბდულაი
20 აპრილი 2023 17:27
0
ძალიან გააზრებული სტატიაა, ყოჩაღ ავტორს! კვარას ახლა სჭირდება გვერდში დგომა, იგრძნოს რომ ძალიან დიდები მიდიან მსგავს მომენტში პენალტის დასარტყმელად, შესაბამისად დასაფასებელია კვარას ეს გაბედული ნაბიჯი. გუნდის პრეზიდენტი ვერ დაიჯერებდა სეზონის სტარტზე ნაპოლი 1/4 ფინალს რომ ითამაშებდა და ჩვენ ლიგის მოგებას ვთხოვთ კვარას))) მოვა მაგის დროც და ჩვენი ბიჭი დაიპყრობს მწვერვალებს!
ჯიჯი
20 აპრილი 2023 17:14
3
გააზრებული კი არა, ბოდიალობს რაღაცას
არდილეს
20 აპრილი 2023 18:54
8
კითხვა მაქვს გაწიწმატებულ კრიტიკოსებთან. იხახით, ხვიჩამ მეტი უნდა აიღოს თავზე და დაამტკიცოს რომ მაგარიაო. ამას რომ აკეთებს, ყოველთვის არ გამოუვა, რადგან ძალიან მაღალი დონის მცველები ეთამაშებიან. არც პენალტია 100% შანსი. საერთოდ, 100% არაფერია.
გიორგი
20 აპრილი 2023 17:11
0
ყველა ვთანხმდებით რომ ხვიჩა მაგარი ბიჭია და ვგულშემატკივრობთ. მაგრამ რაც ახლა აქ ხდება არის მარაზმი - როდემდე უნდა გადავყვეთ ერთ გაფუჭებულ პენალტს? რა პანაშვიდები და თავზე ნაცრის ყრაა? ფეხბურთი კაცების თამაშია და ხან ასე იქნება ისე, რად უნდა ამდენი ვაივიში? ნუ ვბუქავთ ყველაფერს და მაგ ბიჭსაც ვსტრესავთ, ისედაც ბევრი ყავს როგორც ჩანს გარშემო მოფუთფუთეები. ევროპის 8 გუნდში გავდნენ და სკუდეტოს იგებენ….მეტი ტაქტიკური და ტექნიკური განვითარება ჭირდება ხვიჩას. ახლოსაა, მაგრამ არაა ჯერ ტოპი და ამაზე უნდა იყოს კონცენტრიტებული.
Gogi
20 აპრილი 2023 16:26
0
წარმატებები ხვიჩას!!!!!! არ მეგულება ქართველი რომ კვარას წარმატება არ გაუხარდეს, მაგრამ ხვიჩასგან ამ ეტაპზე ცოტა მეტს ხომ არ ვითხოვთ? კითხვა მაქვს და მაინტერესებს პასუხები რას ფიქრობთ? კვარა მსოფლიოს ათ(10) საუკეთესო მარცხენა გარემარგებში შედის?
ობიექტური
20 აპრილი 2023 15:54
0
კი მე მეგულება. ყველა ლიბერალი ნაც სეკთის თამადობით, ყველა ურწმუნო დემონები და დომენიკო მანგოს ნაირი სატანები!!!
სანდრო
20 აპრილი 2023 16:41
6
ეს ლეაოო ავატარის პერსონაჟს მაგონებს თავისი არაამქვეყნიური სისწრაფით
დავით გოგოლაძე
20 აპრილი 2023 15:36
0
ეს ლეაოო ავატარის პერსონაჟს მაგონებს თავისი არაამქვეყნიური სისწრაფით
დავით გოგოლაძე
20 აპრილი 2023 15:36
0
რა სწორი ყოფილა ქეცბაია ქართველ ფეხბურთელებზე საუბრისას. ვინ უსმენდა თორე
LB
20 აპრილი 2023 14:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული