უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
ობიექტური თუ იქნებით ვერაფერი გააკეთა მილანთან და აქეთ და ადიდეთ თუ გინდა. ცარიელი დრიბლინგი შედეგი თუ არ მოყვა ვის რად უნდა. 5 10 და 20 ტურის წინ რა იყო არაფერ შუაშია, მეოდხედფინალი ჩააგდო 2ვე თამაში.
gio
20 აპრილი 2023 22:40
54
თან მიაწერე თქვენ(და თქვენნაირები) როგორი ბედნიერები ხართ მაგ დროს…
Gios
20 აპრილი 2023 23:16
2
2ვე როგორ იკითხება: ორვე თუ ორივე?
უვიცი
20 აპრილი 2023 23:45
4
მე პირადად ხვიჩა იმაში გავაკრიტიკე, რომ პენალტი არ არის მაგის ძლიერი მხარე და არ უნდა დაარტყას. ოთხი პენალტიდან ორი გაიტანა და ისიც შემთხვევით, ანუ მეკარემ ბურთის მიმართულება ამოიცნო და ორივე ასაღები იყო. იქვე მივეცი დარიგება, რომ უნდა ივარჯიშოს პენელტის ცხრიანში დარტყმაზე, რადგან არაა მეკარე, რომელიც იქ ბურთს მიწვდება. ამ დარტყმის ათვისების შემდეგ კი ურტყას რამდენიც უნდა.
ჟორა
21 აპრილი 2023 08:59
6
ვაღიარებ რომ ხვიჩამ საქართველოში ფეხბურთის სიყვარული დააბრუნა,კარგი ადამიანია,საქართველოს სიამაყეა,მაგრამ რა ზღაპრებიც არ უნდა წეროთ სიმართლე ის არის რომ მილანთან კარგათ რომ ეთამაშა რასაც როგორც ვარსკვლავისგან მოველოდით ნაპოლი ნახევარფინალში იქნებოდა.
ჩემი აზრით
20 აპრილი 2023 21:57
29
მართალია, ორივე შეხვედრაში ქონდა გატანის რეალური შანსი (პენალტი არ ითვლება) და ორივე ახლომანძილიდან ვერ გაიტანა. შანსი ქონდა ნაპოლი თავად გაეყვანა ნახევარფინალში, ამას იმიტომ ვამბობ რომ ეგეთი მოლოდინები გაგვიჩინა ქართველსაც და უცხოელსაც.
მ.მ
21 აპრილი 2023 00:43
1
ხვიჩას 3 მონუმენტი ედგა წინ და ნაპოლიში თამაშობს. შენ ის თქვი, სუპერვარსკვლავური გუნდი მესი, ნეიმარი და მბაპე როგორ გავარდნენ ჩვენს ხვიჩაზე ადრე.
ხვიჩა არის ოქრო. მთელი გუნდისგასაკეთებელს აკეთებდა, მაგრამ სხვები უშლიდნენ , პენალტი უნდა დავარტყაო, თვითონ არ გადაწყვიტა, ასე რომ ეს მისი შეცდომა არაა.
-
21 აპრილი 2023 00:19
2
ყველა გამოხმაურება
იუვეს დაუბრუნეს 15 ქულა1
gega
20 აპრილი 2023 22:21
0
ცოტა არაპროფესიონალური სტატიაა.

"რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ"

ეს რა იყო ვერ გავიგე, 1999 წლიდან მილანის გულშემატკივარი ვარ ანუ რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე და მაგრად მაინტერესებს რა უნდა მექნა არ მეგულშემატკივრა. ის რა თქმა სიდებილე და ღვარძლიანიბა რომ ხვიჩას ჯიბრზე უქომაგო, მაგრამ ვართ ხალხი რომელსაც ხვიჩას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მე ტანახმა ვიყავი 5-4 დამთავრებულიყო მილანის სასარგებლოდ და ის 4ვე ხვიჩას გაეტანა მაგრამ ცოტა ძნელია გულგრილად უყურო გუნდს რომელსაც ათწლეულებია გულშემატკივრობ.
ზურა
21 აპრილი 2023 18:35
21
ერთი ამიხსენი რომ გულშემატკივრობ მილანს, და რომ მოიგებს ამაყობ ალბათ, რით ამაყობ საინტერესოა, რა საერთო გაქვს მათთან, ან შენი ვინ არის იქ? იტალიელი ხარ, მილანში დაიბადე და ეგ გუნდი ამიტომ გეძვირფასება, მილანელი წინაპრები გყავს თუ რა? გასაგებია ორი უცხო გუნდის თამაშისას ვიღაცას უგულშემატკივრო მაგრამ წლების მანძილზე ერთგული გულშემატკივარი უცხო ქალაქის გუნდის სადაც უკეთეს შემთხვევაში გავლით ხარ ნამყოფი , კაი რა მართლა...
ერთი
21 აპრილი 2023 19:52
2
მეკარე რომ მდგარიყო ქართველი კარში, ნეტა რა სცენარს მოიფიქრებდი? ალბათ 0-0, პენალტებშიც 0-0, მერე გადათამაშება ისიც 0-0, ჩვენი მეკარე 17 დარტყმას მოიგერიებდა, ყველა პენალტს აიღებდა და ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდებოდა და ბოლოს კენჭისყრით გავიდოდა მილანი, რადგან მატჩები გამარჯვებულს ვერ გამოავლენდნენ.
უვიცი
21 აპრილი 2023 19:26
2
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა არის ამომავალი ვარსკვლავი! ჩავარდნა კი ყველას ჰქონია და მომავალშიც ექნება.ჩასაფრებული თურმე იმდენი ყოფილა რომ ნუღარ იტყვი. ქართველი კაცის ასეთ მაღალ დონეზე თამაში როგორ უნდა გშურდეს და ბოღმა როგორ უნდა გახრჩობდეს ვერ წარმომიდგენია.არაუშავს, ეს მხოლოდ სტიმული იქნება კვარასთვის, რათა კიდევ უფრო მოუმატოს. ამ წელს ნაპოლი ჩემპიონი გახდება და თუ სადმე ლოგიკაა, 2022/23 წლის სერია ა-ს საუკეთესოც სწორედ რომ ჩვენებური უნდა გახდეს, ვინაიდან ამ სეზონში 3 ჯერ(!) დაასახელეს თვის საუკეთესოდ და კონკურენტი ფაქტობრივარ არც ყავს.ასე რომ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
წარმატებები კვარას, ნაპოლის და საქართველოს ნაკრებს!
ქობულეთიდან
21 აპრილი 2023 13:57
2
ნაპოლელო ტიფოზებო და ნაპოლის ხელმძღვანელობავ, ამბობენ "მადა ჭამაში მოდისო", მაგრამ ამ დროს საჭიროა საჭმელი გქონდეთ. თქვენ კი არ გაქვთ. ხედავთ რამდენს უხდის პსჟ მბაპეს, ნეიმარს და მესის? იყვნენ ისინი მეოთხედფინალში? თქვენ რამდენს უხდით თქვენს იმ ვარსკვლავებს ვის გაყიდვასაც 130-150 მილიონ დოლარად აპირებთ? "ველიკი" ლევან თედიაშვილის არ იყოს "რამდენსაც იხდით", იმაზე ათჯერ მეტი გააკეთეს ბიჭებმა. თქვენ რომ გკითხოთ კაცმა იტალიის თასის ფინალშიდაც გინდოდათ თამაში, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ადამიანი კი არა რკინა ცვდება, ანუ ფეხბურთელი იღლება.
ჟორა გაბრიჭიძე
22 აპრილი 2023 12:23
1
ხვიჩა არის ჩვენი სიამაყე! ოქროს ბურთის ათეულში რომელი ქართველი ფეხბურთელი გახსოვთ?ან სომეხი ? ან რუსი?….კალაძე ესეთი ვარსკვლავი არ ყოფილა მიუხედავათ ორი ჩემპიონთა ლიგისა
კალა
22 აპრილი 2023 11:53
0
თქვენი საყვარელი მილანი ამდენი წელი ჭაობში რომ იჯდა ეხლა გამოხტა მაინც და მაინც ნაპოლისთან, ვნახოთ აბა ინტერს თუ მოუგებთ?!…ეს კალაძეც უნამუსოა ზუსტად ეხლა ჩაერთო პირდაპირ ეთერში მე მაგის ადგილას კვარას ვუგულშემატკივრებდი
თემო
22 აპრილი 2023 11:15
3
ნაპოლი თუ არა, ეგეც არ მყავდეს გრანდი. პირველად ეღირსა ლიგის მეოთხედფინალი. "ჭაობში" მყოფი მილანი, ლიგის 7 გზის გამარჯვებულია და ნაპოლის 33 წელია, არაფერი მოუგია. იქამდეც არაფერი ჰქონდა მოგებული, სანამ მარადონამ არ აღირსა სკუდეტო და უეფას თასი.
ციციკორე
22 აპრილი 2023 11:28
2
ბიჭო, რა თქვენი საქმეა ვინ ვის უგულშემატკივრებს?! სადაც ხვიჩა გადავა, ყველა უნდა მივყვეთ და იმ გუნდს უნდა ვუგულშემატკივროთ?! მაგას გულშემატკივრობა არ ჰქვია. ეგაა უბადრუკი პროვინციონალიზმი. ორი ქართველის გუნდი რომ შეხვდეს ერთმანეთს, მერე რა ვქნათ, შუაში გავიყოთ და სამოქალაქო ომი დავიწყოთ? მე, პიროვნულად, კვარაცხელიას სულ ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ჩემს საყვარელ გუნდთან შეხვედრისას, ბოდიში :) არ წაპეპლეს ტვინი?! გუშინ პირველად უყურეს ფეხბურთს, ნაპოლი სერია ა-ში თუ თამაშობდა ისიც კი არ იცოდნენ და ახლა სხვებს ანამუსებენ მილანს რატომ გულშემატკივრობდითო.
ციციკორე
22 აპრილი 2023 10:39
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული