უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
ევროპა ლიგა იყო ნეტა გუშინ?
დათო
21 აპრილი 2023 14:06
1
ხვიჩა არის ამომავალი ვარსკვლავი! ჩავარდნა კი ყველას ჰქონია და მომავალშიც ექნება.ჩასაფრებული თურმე იმდენი ყოფილა რომ ნუღარ იტყვი. ქართველი კაცის ასეთ მაღალ დონეზე თამაში როგორ უნდა გშურდეს და ბოღმა როგორ უნდა გახრჩობდეს ვერ წარმომიდგენია.არაუშავს, ეს მხოლოდ სტიმული იქნება კვარასთვის, რათა კიდევ უფრო მოუმატოს. ამ წელს ნაპოლი ჩემპიონი გახდება და თუ სადმე ლოგიკაა, 2022/23 წლის სერია ა-ს საუკეთესოც სწორედ რომ ჩვენებური უნდა გახდეს, ვინაიდან ამ სეზონში 3 ჯერ(!) დაასახელეს თვის საუკეთესოდ და კონკურენტი ფაქტობრივარ არც ყავს.ასე რომ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
წარმატებები კვარას, ნაპოლის და საქართველოს ნაკრებს!
ქობულეთიდან
21 აპრილი 2023 13:57
2
ვეთანხმები ავტორს. რათქმაუნდა კვარაცხელია სრულად უნდა გათავისუფლდეს დაცვითი ფუნქციებიდან.
და მიეცეს თავისუფლად მოქმედების, გადაადგილების სასუალება.
ეგეც ავღნიშნოთ რომ ეს არაა მისი მაქსიმუმი.
აკლია გამოციდელბა. მალე დაიწყებს გოლების გატანასაც.
las
21 აპრილი 2023 12:12
1
თუ ოსიმენი წავა, რა რესურსი დარჩება ნაპოლის? კვარამ მალევე უნდა დატოვოს კლუბი, ერთი-ორი სეზონი ჩავარდნა მთლიანად კლუბის და დავარდება ხვიჩას მიმართ ინტერესი და ფასიც შესაბამისად
LB
21 აპრილი 2023 12:02
1
მარადონა არაა ხვიჩაა - მაგრამ საცოდავ ქორთუებს გავახსენებ ერთი დიდი კაცის ნათქვამს - “ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
ყიფიანი
21 აპრილი 2023 11:57
3
საერთოდ არაა ახლა საქმე ისე რომ ხვიჩას მასა კორტნიდეს, ნეტა ცოტა თვალში ხედვა გქონდეთ ვინც მასე ფიქრობთ, საერთაშორისო ფორუმებზე შეიხედეთ რა ხდება, როგორ იცავენ ქართველები ხვიჩას შემოტევებისგან. ერთი ორი მალძინის ფანი თუ გამოერია 5 მილიონ კაცში რა არის გასაკვირი. მარა საქებარიც არაფერი გაუკეთებია და ვინც აქებს ის რატო აქებს ეგ გამკვირვებია. მე უფრო დიდ და მართლა ქართულ სიბრძნეს შეგახსენებ: მოყვარეს პირში უძრახეო...
უვიცი
21 აპრილი 2023 17:37
4
რასაც ხვიჩა აკეთებს პირველივე სეზონში ეს ფანტასტიკაა. მე იმ ''ქართველებზე'' მინდა ორი სიტყვა დავწერო ვინც მილანს გულშემატკივრობენ. ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს ფეხბურში ეს გასაგებია. მე იმ დინამოს შემდეგ ვერასოდეს ვერ გავხდი ვერცერთი გუნდის ისეთი გულშემატკივარი რომ ისე გავიხარო და მეწყინოს როგორც დინამოს დროს. ჩემთვის ის დინამო დარჩება სამუდამოდ. მაგრამ მქონია სიმპატია და ინტერესი მეყურებინა სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გუნდებისათვის. ასეთები იყვნენ მანიუ ფერგიუსონის დროს, ბარსაც ადრეულ დროს და მესისი დროს, რეალიც, მილანიც კახას გამო, ლივერიც, ბავარიაც მოკლედ ვიტყვი ფეხბურთის გურმანი ვარ და არა რომელიმე გუნდის გულშემატკივარი. ახლა კი ხვიჩას გამო ძალიან ვქომაგუბ ნაპოლის. მეამაყება ხვიჩა რომ ნაპოლის ლიდერია და მე ვერასოდეს ვერ გავიგებ ''ქართველი'' როგორ უნდა ქომაგობდეს ხვიჩას მოწინააღმდეგე გუნდს. ჩვენ ხომ არ გვყავს ისეთი გუნდი ქართული რომ ევროპაზე მისი მიღწევებით გავიხაროთ და ვიამაყოთ? იმ ქართველებს რანაირად ეამაყებათ სხვა ქვეყნის გუნდი ვერ ვხვდები და მომკალით. ალბათ იმიტომ რომ ბევრს არ გამოგიცდიათ რას ნიშნავს შენი ქვეყნის გუნდი რომ დიდ სიხარულს, ბედიერებას და სიამაყეს განიჭებს. თუმცა მთლად ესეც არ მგონია იყოს, რადგან ერთხელ შოტლადიის თამაშის წინ მათ გულშემატკივრებს გამოველაპარაკე და მოზერვილის გულშემატკივარი აღმოჩდა. ვკითხე ევროპაზე რეინჯერს გულშემატკივრობ თუ სელტიკს მეთქი და მითხრა მე მოზერვილი ფანი ვარ ბავშვობიდანო. იმ დროს პრემიერ ლიგადან გავარდნილი იყო. მაშინ მივხვდი რატომ დარჩა ჩემი გული იმ დინამოსთან სამუდამოთ.
G.LA
21 აპრილი 2023 10:55
2
ლევანი
21 აპრილი 2023 15:57
1
კარგი პოსტია!წავიკითხე და ასე მგონია,ჩემი დაწერილია მეთქი.
სოსო
21 აპრილი 2023 15:31
0
ყველა გამოხმაურება
რატომ დაავალა პიოლიმ მთელ მილანს სამივე თამაშში თავის კართან ყოფნა? იმიტომ,რომ ხვიჩასი ე შ ი ნ ო დ აააა! 22 წლის ბიჭის. ასე არ ეშინიათ არც ჰალანდის,არც ვინისიუსის,არც ბენზემასი და არც სხვების.ამას აღიარებს ყველა.ესე იგი აღიარებენ,რომ საუკეთესოა.ილაპარაკეთ და წერეთ რაც გინდათ.ასეა და ასე იქნება.უფალი გფარავდეს დიდო კაცო-ხვიჩა კვარაცხელია!!!
ნუკრი
21 აპრილი 2023 10:21
4
დიახ,
ეს ხომ კვარას პირველი ნაბიჯებია დიდ ფეხბურთში.
აი, მეორე სეზონი ვნახოთ, უკვე ნაკლებად ემოციური და მეტად დაღვინებული კვარა რას იზამს!
თენგო
21 აპრილი 2023 09:24
1
ჩემი აზრით ჟურნალისტებიც ზედმეტს შვებით,არ უნდა ყველა სტატია ხვიჩაზე.ხვიჩამ ამ დროს გაიღვიძა,ხვიჩამ ხელები ამ დროს დაიბანა,საჭმელი ამ დროს ჭამა.დამიჯერეთ ამითი მარტო ვავნებთ,სულ წნეხში გვყავს.იმადაც არ ვამბობ რომ არ გავაშუქოთთქო მაგრამ ზედმეტი რომ მოგვდის ფაქტია.
კახა
21 აპრილი 2023 09:19
1
მე პირადად ხვიჩა იმაში გავაკრიტიკე, რომ პენალტი არ არის მაგის ძლიერი მხარე და არ უნდა დაარტყას. ოთხი პენალტიდან ორი გაიტანა და ისიც შემთხვევით, ანუ მეკარემ ბურთის მიმართულება ამოიცნო და ორივე ასაღები იყო. იქვე მივეცი დარიგება, რომ უნდა ივარჯიშოს პენელტის ცხრიანში დარტყმაზე, რადგან არაა მეკარე, რომელიც იქ ბურთს მიწვდება. ამ დარტყმის ათვისების შემდეგ კი ურტყას რამდენიც უნდა.
ჟორა
21 აპრილი 2023 08:59
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული