ua-football-ი Mozzart Sport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ცრვენა ზვეზდას" 21 წლის მცველით, ირაკლი აზაროვით, "შახტარი" დაინტერესდა, რომლის ღირსებას აგრეთვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აზაროვს გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, "შახტარი" მზადაა 3 მილიონ ევროდ შეიძინოს, ბელგრადული კლუბი კი შეთავაზებაზე ფიქრობს, რადგან ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მილან როდიჩის სახით გუნდში მხოლოდ ერთი მარცხენა მცველი დარჩება.
ხაზგასმულია, რომ ირაკლი "ცრვენა ზვეზდამ" ბათუმის "დინამოსგან" ერთი წლის წინ 200 ათასად შეიძინა. ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის წყალობით მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა (1.2 მილიონი) და
ახალგაზრდული ევროპირველობის შემდეგ კიდევ უფრო მოიმატებს.
სერბულ გუნდში აზაროვმა გასულ სეზონში 29 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.