მამარდაშვილის სატრანსფერო საგა გრძელდება - წამყვანი ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ გიორგი "ჩელსიში" გადასვლის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
პოპულარული და სანდო ბრიტანული გამოცემა Evening Standard-ი წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი "ჩელსიში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ლონდონელებს სიაში ორი მეკარე ჰყავთ. ერთ-ერთი სწორედ ჩვენებურია, მეორე კი - "დორტმუნდის" კიპერი გრეგორი კობელი. ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, "სტემფორდ ბრიჯს" ერთ-ერთი მათგანი მიაშურებს.

მოგეხსენებათ, "ჩელსიდან" იჯარით "რეალში" კეპა არისაბალაგა გადავიდა, რის შემდეგაც ლონდონელებს ახალი კარის დარაჯის დამატება აუცილებლად ესაჭიროებათ.

მამარდაშვილი ამ ზაფხულს არაერთ გუნდს დაუკავშირეს და ახლა სანდო წყაროები წერენ, რომ "ჩელსის" მისი ხილვა ძალიან სურს. ვნახოთ...
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი აზრით, გიორგი კარგ ლიგაში თამაშობს და არის ძირითადი მეკარე, ეს ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა მეკარესთვის, სტაბილური თამაში ახლა მისთვის ძალიან სასურველია, რათა დააგროვოს გამოცდილება, შემდგომში ასევე სტაბილურად ტოპ გუნდში სათამაშოთ. თორემ სკამის ხეხვით რა გუნდშიც არ უნდა იყვე ტოპ მოთამაშე ვერ გახდები. დიდი წარმატებები გიორგის.
გიზოგ
13:37 14-08-2023
0
მეორე მეკარედ არსად არ უნდა გადავიდეს, ახლა სკამზე ჯდომის დრო არ არის ისეთ ასაკშია.
Givi
15:19 14-08-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული