"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-თან ინტერვიუ ჩაწერეს და სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს.

"ვიმეორებ, ხვიჩა "ნაპოლიში" ძალიან ბედნიერია, ანაზღაურებითაც კმაყოფილია; ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია, რომ ის "ნაპოლიში" თამაშობს. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და პირადად აურელიო დე ლაურენტისს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ხვიჩა სერია A-ში ასპარეზობს.

ნეაპოლში ყველა თბილად გვექცევა, ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც
თბილისში.

მინდა "ნაპოლის" ქომაგებმა იცოდნენ, რომ ხვიჩა არსად წასვლას არ აპირებს. ის ძალიან ბევრს შრომობს და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნას სრულიად იმსახურებს. ის, რომ დღეს ამ დონეს მიაღწია, სწორედ "ნაპოლისა" და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა.

საქართველოში "რეალს" ბევრი ფანი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" და "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველა "პარტენოპეის" უგულშემატკივრებს.

რუდი გარსიამ მუშაობა ახლახან დაიწყო, ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ და მასზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

altკვარაცხელია: მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობ და 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ

altAS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

alt"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 28 /
ტიპი კომიკური ფიგურაა რა აგენტი, ეხლა შეშინდა და ზადნი მიცა ამ გამწვავების ფონზე საქმე ისე წავიდა ბიჭი შემადგენლობიდან არ ამომიგდოს იმ ბებერმა ძაღლმაო და სადღეგრძელო სადღეგრძელოზე უღძღვნა მსოფლიო კლასის ავანტიურისტ ლავრენტიას. ამ სიტუაციაში ეხლა უმთავრესია კვარა აგენტს ვერ (არ) შეიცვლის ეს იასნია მამამისის ტრუსიკის ძმაკაცი და ნათლია მირონები და მთელი ამბები, უბრალოდ ხვიჩამ უნდა გაარგძელოს მუხლჩაუყრელი შრომა ვარჯიშებზე და კონცენტრირდეს მხოლოდ მწვანე მინდორზე და მოვა ის დროც როცა ხრონცი ლავრენტა აქეთ მივა მუხლმოდრეკილი სავსე ჩემოდნით და ხვეწნას დაუწყებს ოღონდ შენ კონტრაქტი გაახანგრძლივე და მთელ იტალიაში ყველაზე მაღალ ხელფასიანი პერსონა იქნებიო და აქ უნდა დაურტყას კვარამ "პენალი". უბრალოდ ამ კაბალურ კონტრაქტში ამ ეტაპზე ჯოკერი ჭარმაგი კინოპროდუსერის ხელშია რომელსაც მორალური და ემპათიური გრძნობები შუბლის ძარღვთან ერთად საერთოდ არ გააჩნია.
Podense
16:18 08-09-2023
5
ნაპოლის დატოვებას რომ არ აპირებთ, მაგან ხომ არ წაახალისა ლავრენტის სიძუნწე? კარგ თამაშს კარგი ანაზღაურება თუ არ ახლავს და ამაზე პროტესტი არ არის, მაშინ გამოდის, რომ თქვენ თვითონ ახალისებთ ლავრენტის სიძუნწეს.
ჟორა გაბრიჭიძე
12:46 08-09-2023
6

სიახლეები პოპულარული