რუდი გარსია: გოლის გატანა "კვარას" აკვიატებული იდეა არ უნდა იყოს

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ბოლონიას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა:

"მე იმედი მაქვს, რომ "კვარა" გოლს რაც შეიძლება მალე გაიტანს. ამაზე უკვე ველაპარაკე. ვუთხარი, რომ ეს აკვიატებული იდეა არ უნდა იყოს, მშვიდად უნდა ითამაშოს და იმაზე იფიქროს, რისი გაკეთებაც მოედანზე შეუძლია. თამაშისგან სიამოვნების მიღება მართებს, რამეთუ ასე დაიბრუნებს თავდაჯერებას. ეს ყველას ეხება".

კვარაცხელიას გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია და ამას იტალიური მედია გამუდმებით აღნიშნავს.

"ბოლონიასა" და
"ნაპოლის" შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თავდამსხმელი არის როცა უკვე შექმნილ, მოტყუებულ, მოპოვებულ, დაღეჭილ ბურთს თავზე დაგასვამენ და ერთი თავის მოქნევა ან ფეხის მოქნევა გჭირდება დასასრულებლად. თავდამსხმელი არის ოსიმენი და არა ხვიჩა, რომელსაც ზუსტად სამჯერ დაასვა ბურთი თავზე ხვიჩამ წინა თამაშზე და ვერცერთი გაიტანა. პირდაპირი მოვალეობა მას აქვს გოლის გატანის.
უკაცრავად მაგრამ ხვიჩა დაცვაშიც თამაშობს, მომენტებსაც ქმნის, კაცსაც ატყუებს, ფეხებს შორისაც უტარებს, ქუსლით პასებს აკეთებს, თავზე ან ფეხზე ასვამს ბურთს თავდამსხმელს და კიდე მისი მოვალეობა არის გოლის გატანა? რათქმაუნდა არავინ იტყვის უარს ატალანტასთან თან რომ შექმნა და თან რომ გაიტანა ეგეთ გოლებზე ყოველდღე მაგრამ პირდაპირი მოვალეობა გოლების გატანის არ აქვს ოსიმენისგან განსხვავებით.

ბადრის
14:02 24-09-2023
2
ამხელა ზეწოლა იმიტომ არის ხვიჩაზე, რომ პირველივე თამაშები ნაპოლიში გოლებით დაიწყო. ამხანაგურებში 4 გოლი გაიტანა მიყოლებით, სერია ა დაიწყო და ეგრევე ასისტები და გოლები მიაყოლა. როცა ვერ გაიტანდა ეგრევე მწარე კრიტიკა იწყებოდა მაგრამ მეორე თამაშში იტანდა და ყველას ენა დუმდებოდა.
არასოდეს არცერთი თამაში არ შემიფასებია გოლით. იუვენტუსთან სამი ასისტი და ერთი გოლი ჰქონდა და ჩემთვის ყველაზე ლამაზი მომენტები მაინც დანილოს რეებიც გაუკეთა ის იყო. ზუსტად ვიცი ,ვინც ფეხბურთში ერკვევა ასე ფიქრობს მაგრამ ხალხის უმრავლესობა პრიმიტიულია. აღტაცება და გოლების ყვირილი უყვართ, როცა გოლზე გაცილებით ღირებულს აკეთებს. ვიღაც იტალიელი წერდა, საერთოდ რომ არ გაიტანოს, სპეკტაკლს დგამს მოედანზეო მაგრამ ის ადამიანი უმცირესობაშია. გოლის გატანა კარგია,გოლით თამაშის ბედი წყდება მაგრამ ვისაც სანახაობა მოსწონს იმისთვის გოლზე უფრო ღირებული რაღაცეებიც არსებობს ფეხბურთში.
ხვიჩას დამუნათება გოლის გატანა არ გატანით, მასზე ფსიქოლოგიური წნეხის გასაძლიერებლად კეთდება. ამასწინად დავწერე აქ, თუ უფრო მეტად ინერვიულებს უგოლო თამაშებზე, უფრო დიდხანს ვერ გაიტანს გოლსთქო და ამ მწვრთნელმაც ეგ თქვა.
ეგ თემა ასე განხილვადი არ უნდა იყოს პრესაში. მგონია ყველა მის დასტრესვას ცდილობს და ნამდვილად არ მინდა ის სილაღე გამოაცალონ რაც აქამდე ჰქონდა და ფეხბურთიდან სიამოვნებას იღებდა. იმედია ვერ იმანიპულირებენ და ვერ გაიმარჯვებენ მასზე.
ეს საუბრები არ მომწონს, მე როგორც რიგითმა გულშემატკივარმა შეიძლება ვთქვა ეგ მაგრამ მწვრთნელი პრესკონფერენციაზე ასე უნდა საუბრობდეს?
არვიცი, ალბათ მე ვერ ვხვდები...
გუარდიოლას ინტერვიუს ვუსმენდი გუშინ. ჰალანდს აკრიტიკებენ თურმე რადგან ძალიან ბევრ მომენტს აფუჭებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო გოლეადორია ამ ეტაპზე და ყველაზე მეტს იტანს, მაინც აკრიტიკებენ რადგან უფრო მეტს აფუჭებს.
გუარდიოლამ თქვა, შეიძლება მცვლელი გააკრიტიკოთ მაგრამ არასდროს გააკრიტიკოთ გოლის გამტანი ფეხბურთელი, რადგან ის აუცილებლად დაიწყებს გოლების გატანას და მერე ბოდიში გენებათ მოსახდელიო :))
ასეთი უნდა იყოს მწვრთნელი და არა ისეთი, ვინც პრესკონფერენციაზე საკუთარი ფეხბურთელების დასტრესვას იწყებს თავისი შეცდომების გადასაფარად.
Skeleton
13:27 24-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული