რა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის
ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.

შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ძალიან ცუდი იყო ხვიჩა დღეს. კალაბრია კედილი აღმოჩნდა მისთვის. ბოლო მომენტზე კი კომენტარი ზედმეტია
Nick
30 ოქტომბერი 2023 01:55
57
მოგეწონათ თამაში? დუელების უმეტესობაში კალაბრია იყო გამარჯბებული. კი ეხმარებოდნენ სხვებიც მაგრამ მოუწევს ამასთან შეგუება და ისწავლოს როგორ ეთამაშოს. ბოლოს კი უნდა გაეტანა გმირი გახდებოდა
Nick
30 ოქტომბერი 2023 02:35
13
მორიგი ბოღმიანი ხელმოცარული. ))))))
გივი
30 ოქტომბერი 2023 02:15
12
ყველა გამოხმაურება
ვთქვი მაგარი თამაში გველისთქო და ასეც მოხდა!!!:) გენაცვალე ხვიჩა როგორ არ გაგიმართლა❤️ ოხ პოლიტანო რა ასისტი გაგვიფუჭე!!!
გულშემატკივარი
30 ოქტომბერი 2023 01:50
6
ხვიჩამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ დიდ გუნდებთან გოლების გატანა უნდა ისწავლოს. წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის .
ფეხბურთი
30 ოქტომბერი 2023 01:50
11
ვინ უნდა გაჩუმდეს მე100 თამაშია დიდ გუნდებთან და იუვეს მეტს ვერავის გაუტანა.რას აფარებთ ხელს ხვიჩუს ვერ გავიგე!?
Giorgi
30 ოქტომბერი 2023 03:49
15
ისე შენ რა გითხრა. კარგი და ცუდის გარჩევა თუ არ შეგიძლია, გაჩუმდე არ სჯობია?
დავით
30 ოქტომბერი 2023 02:08
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული