"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, კარის წინ ზელინსკი მონახა, პოლონელმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას მერეტის კარი ფოფანამ დალაშქრა. „ნაპოლი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარიო რუის და ლობოტკას ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და სიმეონე შეუშვა. ნეაპოლელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს: რაჰმანიმ მიზანს ვერ უწია, „კვარას“ დარტყმულს რენოვი დაეუფლა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას მეკარემ გატანა ისევ არ დაანება და შეხვედრა ფრედ დასრულდა - „უნიონმა“ ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 30 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხვიჩა უბრალოდ საკვანძო ფეხბურთელი კი არ არის, ის უკვე ამინდს ქმნის გუნდში - მიუხედავად მონდომებისა, ნაპოლის ზუსტად ის თამაში გამოუვიდა, რაც ხვიჩამ ითამაშა და ხვიჩამ კი ერთ-ერთი ყველაზე უფერული, მე ვიტყოდი, უჯიგრო ( მაგრამ არა სუსტი) თამაში ჩაატარა... და ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ მასზე უკეთ ითამაშა.. დღევანდელი ნაპოლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე უკეთ გამოჩნდა 92-ე წუთზე რასპადორის მიერ ხუთიოდე მეტრში მდგომ ხვიჩაზე გაკეთებულ პასში, რომელიც კინაღამ მეორე იარუსზე გადააგდო... გარსია ამ გუნდის ამწყობი აღარ არის, მისი იდეები ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთამაშეებისთვის დღემდე გაუგებარი რჩება და ასეთ პირობებში, გამორიცხულია, ვინმემ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს...
ვოოტ
09 ნოემბერი 2023 00:22
8
ჭინა წელსაც დავწერე და ეხლაც იგივე უფრო გამოჩნდა. ერთი და იგივე ფინტები და ძალიან ტლანქია მოძრაობაში, თან ეტყობა ზრდასთან ერთად სისწრაფეც დაკარგა, ბევრ დამცველსაც ვეღარ უსრებს ბურთის წინ გაგდების შემდეგ. Dაერტყაზე სჭირდება ვარიში ყველაფერ ჩახვეულად როგორ შეიძლება დაარტყა. სიზუსტე და სიძლიერე აჯკლია მის დარყმებს. თავი ძალიან აქვს ჩაწეული დრიბლინგის დროს თითქოს ბურთის დაკარგვის ეშინია. Aმ ამრჯვენა და მარცხენა "ზამახებით" უკვე ვერავის იშორებს და ხშირად ბურთს ჰკარგავს. ბევრი სამუშაო აქვს და თუ ვერ მიხვდა დროზე მალე სკამზე მოჯდება პიმერა და პრემიერ ლიგა ისევ სიზმარი იქნება და ოცნება. ძარმაცი არ არის მაგრამ ცუდად არ გაიგოთ, რა დროს ცოლის მოყანაა როდესაც კარიერა ეხლა დაიწყე.
simartle
09 ნოემბერი 2023 03:00
33
გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ ცოლის მოყვანაზე ვერ დაგეთანხმები.
ბაჩო
09 ნოემბერი 2023 05:19
4
ამ უნიონს როდესღაც ხომ უნდა არ წაეგო და მაინცადამაინც ნაპოლისთან მოახერხა. აბა გერმანიაში 10 თუ 15 წაგება აქვს ზედიზედ. გუნდი ვერ თამაშობს. რეალთან დიდი ანგარიშით წააგებენ.ალბათ კვარამ ამ გუნდში ამოწურა თავისი შესაძლებლობები. უკეთესი გუნდია მოსანახი. უკეთეს გუნდში იმედი მაქვს რომ ლიდერი იქნება. დარტყმები უნდა დაამუღამოს.
დავით 67
09 ნოემბერი 2023 05:20
4
რატო გგონიათ რო ყველა თავის ნებაზე დარბის და სადაც უნდათ იქ დგანან? სადაც მწვრთნელი დააყენებს იქ დგას და აკეთებს იმას რა დავალებაც ეძლევა, შეფასება პასებით შეცდომებით და სხვა სტატისტიკით ეძლევა და არა მარტო გოლებით, აშკარად პასებზე იყო გადართული დღეს და კარგადაც გამოსდიოდა, წიწილებს როდის ითვლიან კი გეცოდინებათ
ჰუჰ
09 ნოემბერი 2023 01:24
6
საქონელმა ლავრენტამ, ნეაპოლსი ფეხბურთი მოკლა . სად იპოვა ეს გარსია, იქით მისცა ფული ეტყობა გარსიამ
სიმართლე
09 ნოემბერი 2023 00:09
7
ბრწყინვალე იყო დღეს ჩვენი ბიჭი,ცოტათი იღბალი დააკლდა! მადლობა ხვიჩა ამ ულამაზესი სანახაობისთვის❤️ აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რამდენჯერ “იხსნება” კვარა და ბურთს ვერ “აყოლებენ” მისი თანაგუნდელები,ამასთანავე დღეს ყველა პოზიციაზე დაიხარჯა,ახლა ვიღაც “ფეხს გამოყოფს” და იტყვის: იიი ვერ ითამაშა კვარამო
გულშემატკივარი
09 ნოემბერი 2023 00:02
27
და რისთვის იხდი მადლობას ? შენ მოგიძღვნა ეს თამაში. ამაზე უკეთესი ფეხბურთი არ გენახოსო ვერ გეტყვი. წყევლა გამომივა
დავით
09 ნოემბერი 2023 05:16
1
Madloba xvicha am ulamazesi sanaxaobistviso giweria, me kide getyvi shen silamaze da zogadad lamazi ras nishnavs tu icode raa..an madlobebs ro ixdi ra temaa rato ixdi madlobebs?? Saqartvelos erovnul nakrebs moagebina tu tavad sheasrula dubli an hettriki?? Xvicha titqmis yvela qartvels uyvars da gulshematkivrobs magram eseti metichroba shen ggonia yvelaze magar gulshematkivrad gaqcevs xvichasii?? Madlobac,,kritikac da qebac adekvaturi unda iyos,zedmeti araferi varga
Gel-100
09 ნოემბერი 2023 09:09
0
ყველა გამოხმაურება
სვარკის ყურება სჯობდა......
სიმართლე
09 ნოემბერი 2023 00:39
6
მეჩვენება თუ მართლა დამძიმებულია..
იმ სისწრაფეებს ვეღარ ვხედავთ რაც შარშან ქონდა.
თითქოს რა დონეცაა ნაპოლი,იმ დონის დასაკმაყოფილებლად თამაშობს.
აი უდინეზესთან რომ ცეცხლი ქონდა თვალებში ისეთი მინდა იყოს სულ.
ისე გამოვიდა,გაიტანა დიდი ხნის მერე როგორც იქნა და ისევ დამშვიდდა.
უნდა დაფრინავდეს,უნიონთან,ვერონასთან და ასეთ გუნდებთან....
Lobotka
09 ნოემბერი 2023 10:03
2
გარსიას დაედო ცალკე ჩვენი და ცალკე ხვიჩას ცოდვა. კაცს აშკარად არ უნდა თამაში ნება რომ მისცე შეიძლება მოედანზე ელარჯი გაწელოს და ეს ტიპი კიდევ არ ეშვება.
სანდრო
09 ნოემბერი 2023 02:30
15
კვარას სულაც არ ჰქონდა ცუდი თამაში და ასეთი დრიბლინგის და პასების პატრონს ბევრი სხვა გუნდი ალბათ უკეთ გამოიყენებს. მეორე საკითხია, რომ მართალია, ფინიშინგი არ უჭირს, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან უკვე ძალიან ბევრი გაცუდებული დარტყმა აქვს. ბევრი გადამწყვეტი მომენტი, თავისივე შექმნილი, ვერ გამოიყენა იმის გამო, რომ ხან შუაში წავიდა დარტყმა და ხან ზედმეტად სუსტი იყო. იმედია, ამაზეც იმუშავებს და იმედია, ჯგუფში არ ჩარჩება რეალი.
Lasha
09 ნოემბერი 2023 11:04
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული