"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, კარის წინ ზელინსკი მონახა, პოლონელმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას მერეტის კარი ფოფანამ დალაშქრა. „ნაპოლი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარიო რუის და ლობოტკას ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და სიმეონე შეუშვა. ნეაპოლელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს: რაჰმანიმ მიზანს ვერ უწია, „კვარას“ დარტყმულს რენოვი დაეუფლა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას მეკარემ გატანა ისევ არ დაანება და შეხვედრა ფრედ დასრულდა - „უნიონმა“ ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 30 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

მკითხველის კომენტარები / 38 /
უბრალოდ ყველა ნორმალურ გულშემატკივარს გვენატრება შარშანდელი ბრწყინვალე ხვიჩა და არა ასეთი.საკითხვია რატომ დაუკლო?
ამაშია საქმე
09 ნოემბერი 2023 12:13
1
ვერაა ისეთი როგორსაც ველოდი. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ადრე ჯორჯ ბესტს ვადარებდი, მაგრამ ვატყობ ძალიან გადავაჭარბე! ვფიქრობ ევროპულ ფიზმომზადების პროგრამამ მკვირცხლი (შუსტრი) მეგრელი ყმაწვილიდან ტლანქ ...... გადააქცია! ფიზმომზადება და ტრენაჟორები რონალდოს გარდა არავის უხდება! როლანდო კი უცხოპლანეტელია!
aburjga
09 ნოემბერი 2023 11:09
6
ამ ბიჭს დამრიგებელი არავინ ჰყავს, დარტყმები რომ დაახვეწინოს?
მამა ხომ იყო ფეხბურთელი.
ლავრენტი
09 ნოემბერი 2023 09:55
6
რონალდოს მგონი მეხუთე ცოლი ყავს და საყვარლებს ვინ დაითვლის მესი აკვანში დაინიშნა და ჩვენ კიდევ ხიჩას უფერული თამაშის გასამართლებლად ხან ცოლს ვიგონებთ ხან პოლიტიკას და ხან ამინდს ვაბრალებთ და ამ დროს რომ ვეღარ ვითარდება და ერთ ადგილს ტკეპნის ამის დანახვა არავის უნდა გაიხსენეთ რუბინში მისი მოღვაწეობა ნახევარი სეზონის მერე ერთ რიგით ფეხბურთელად იქცა რატომ? იმიტომ ყველა მწვრთნელმა და მცველმა დაამუღამა მისი ყველა მოქმედება და ფინტი მეტი კი აღარ შეუძლია ჩვენ კიდევ ველოდებით არიქა დაბდღვნის ყველაფერსო.ხვიჩამ თუ არ განავითარა და გაამრავალფეროვნა ფინტი სისწრაფე და დარტყმა მოკლე ხანში გახდება ღრმა სათადარიგო.ერთი და იგივე მოძრაობა და ვითომ ფინტები ლამის ტრიბუნაზე მჯდომებმა იციან
გოგა
09 ნოემბერი 2023 09:16
6
რასაც რონი ვარჯიშობს იმის მეათედი რომ ხვიჩამ ივარჯიშოს რა უჭირს.. მესი გენიაა მოვლენაა. სხვა ყველა კაი ფეხბურთელი ქალებმა და ნარკოტიკებმა დაღუპეს...
დათო
09 ნოემბერი 2023 11:46
2
ხვიჩა შენი ცუდი თამაშით ემიგრანტები ცუდ დღეში ჩაყარე, პიცაში უკვე ფულს გვახდევინებენ და რომ ვეუბნებით საქართველოდან ვართ თქო დაგვცინიან ნეაპოლელები. უფალო გთხოვ ხვიჩა კარ ფორმაში ჩააყენე რომ ისევე გვაამაყოს ქართველობით, მადლობა უფალო რო ქართველი ვარ. ეხლა შენი ჯერია ხვიჩა !
semi
09 ნოემბერი 2023 11:49
8
მთელი სეზონის განმავლობაში სულ ვერონასთან რომ ქონდეს ნაპოლის თამაშები არ შეიძლება? ბულკივით ყავს ვერონას დაცვა გამოჭერილი აბა სხვებთან არაფერი გამოსდის და ცალკე ჩვენ ვიშლით ნერვებს და ცალკე ნეაპოლი.სიმართლე ის არის რომ ყველამ შეისწავლა მისი თამაში და აბსოლუტურად ყველა გუნდის დაცვა მისთვის გადაულახავი ზღუდეა შარშანდელის აჩრდილიც აღარ არის და რამე თუ არ შეცვალა დარჩება ერთი სეზონის ფეხბურთელად
გია
09 ნოემბერი 2023 09:29
5
გაიხსენეთ როგორი კვარაცხელია მივიდა ნაპოლში, ვამბობდით ტიპიურ პოლიტანოდ აქცევენო და პოლიტანოზე უარესად აქციეს, მუდამ ბურთის დაკარგვის შიში აქ და არ ამწვავებს თამაშს, მაქსიმუმ ორი სამჯერ ცადოს რამე და იქაც სითამამე აკლია. უფრო გაბედულად და თამამად უნდა ითამაშოს, მეტი უნდა იმოძრაოს და მეტად უნდა იყოს თამაშში ჩართული. სახელიც აქვს გულშემატკივრების სიყვარულიც და დროა თავისი თამაში ითამაშოს, ყველაფერში მწვრთნელის სმენამ ვნახეთ არაფერი კარგი არ მოუტანა, არც ერთი მწვრთნელი არ მიცემს ფეხბურთელს თავისუფლებას მაყურებლების მხარდაჭერით თვითონ თუ არ მოიპოვა მოედანზე.
ნიკა
09 ნოემბერი 2023 12:12
4
ნაღდად არა ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, არც ტოტალიზატორს არ ვთამაშობ, მაგრამ მომკალით და ჩაწყობილი თამაში მგონია.
ბმბ
09 ნოემბერი 2023 12:10
5
გუნდიც არ უწყობს ხელს საშუალო კლასის ფეხბურთელები ყავს გვერდით მაგრამ თვითონაც ძაან მოუკლო სისწრაფე დაკარგული აქვს გოლეადორი არასდროს ყოფილა მაგრამ მატაობითაც აღარ მატაობს ადვილად ვერ ცდება მცველებს...ცოლის მოყვანა მაგ ასაკში და კარიერის დასაწყისში მართლა არ შეიძლება.
რონი
09 ნოემბერი 2023 07:29
5
მეოთხე თამაშია გოლი ვერ გააქვს, კმარა კვარა!! (ვარდნა!)
იკა
09 ნოემბერი 2023 08:26
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული