"კვარა", გარისკე და უფრო მეტი გაბედე" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" "კალიარი" 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან მეორე, გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში დადებითად შეაფასა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"კვარა", გარისკე და უფრო მეტი გაბედე" - Corriere dello Sport-ი

"ფეხებში ძალიან ბევრჯერ მოხვდა, თავიდანვე მაგრად დაიწყო და არაერთი დრიბლინგი შეასრულა. მიუხედავად უხეშობისა, ხვიჩა არასდროს ნებდება. გატანილ გოლს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა" - Tuttonapoli

"კალიარის ფეხბურთელები მონადირეებს ჰგავდნენ, ქართველის დაცვა მსაჯმა ვერ მოახერხა. ხვიჩასგან ისევ ის ძველებური დრიბლინგი და პასები ვიხილეთ, რომლითაც "ნაპოლის" ქომაგებს თავი ასე
შეაყვარა" - Areanapoli

"რა უნდა ვთქვათ "კვარას" შესახებ? ის დაბრუნდა! ოსიმენის გოლის ეპიზოდში შეტევაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი ნიგერიელმა გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად და გონებრივად დღეს უკეთესად გამოიყურებოდა" - Calcionapoli1926

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.


alt"რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - იტალიელი ჟურნალისტი

altმაცარი: კვარაცხელიაზე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჯერ არავინ იცის

altნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვდებით რომ შეიძლება დაკარგოთ კიდეც არა? ღირსიც იქნებით, ყასბები გყავთ ყველა თამაშში მიჩენილი ბლინ, მოაშორეთ და ისიამოვნეთ მისი ჯადოქრობით, არ გირჩევნიათ? თქვენ ალბათ ფიქრობთ, ვინ ჯანდაბაა, საიდან გამოძვრა, ვიღაც ჯუნგლებიდან მოსულმა ასე როგორ უნდა აპამპულავოს ევროპაო და ცდილობთ მწყობრიდან გამოიყვანოთ, ნაბიჭვრები ხართ, არ გიყვართ ფეხბურთი, თორემ ასეთ ფეხბურთელებს ფარად დაუდგებოდით, არავის მისცემდით უფლებას ასე გამიზნულად ურტყან ფეხებში!
გურულო
01:09 19-12-2023
0
გარისკე და გაბედე კი არა, გაბედე და გარისკე....
დდდ
00:52 18-12-2023
0

სიახლეები პოპულარული