Corriere dello Sport: მაცარიმ კვარაცხელიას შემცვლელი შეარჩია

AutoSharing Option
28 იანვარს "ლაციოსთან" გასვლით მატჩში "ნაპოლის" დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება და "კორიერე დელო სპორტი" ვარაუდობს, რომ მწვრთნელი ვალტერ მაცარი ქართველს იესპერ ლინდსტრიომით შეცვლის.

სასტარტოში თამაშის სურვილი აქვს "ვერონასგან" 20 მილიონ ევროდ შეძენილ სირილ ნგონჟის, რომელიც კარგ ფორმაშია. აგრეთვე განიხილებოდა ალესიო ძერბინის ვარიანტი, მაგრამ ის დღეს იჯარით "მონცაში" გაუშვეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ, ალბათ, ამ სიტუაციაში თავის გამოჩენის შანსი დანიელს მიეცემა და ის შეტევაში მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორისთან ერთად ითამაშებს.

23 წლის ლინდსტრიომმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 11 მატჩში გოლი
ვერ გაიტანა, თუმცა ძირითადად შეცვლაზე უწევდა შესვლა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სწორია ქვეცნობიერად მოქმედებს ხვიჩას თამაშის ხარისხზე
სახელფასო დისბალანსზე მაქვს საუბარი
თენგო
17:58 25-01-2024
0
შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია რომ ხვიჩას თამაშის ხარისხის ასეთ მოკლე დროში გაუარესება რაღაც გეგმის ნარილია. გამოჩნდება
ბესო
06:41 25-01-2024
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული