"ეს სიცრუეა" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

"არ არის სიმართლე, ამაზე საუბარი არ ყოფილა. კრისტიანოც ჩამოსულია და ეგეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჯერ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები სერიოზულად არ მიმდინარეობს", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 28
მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. 

altfootballtransfers: კვარაცხელია გაბრაზებულია - "არსენალი" ქართველით აღფრთოვანებულია და შეიძლება გადაბირება სცადოს

alt"ამან შეიძლება კვარაცხელიას არაგანზრახვითი დემოტივაცია გამოიწვიოს" - იტალიური მედია ასახელებს თანხას, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

მკითხველის კომენტარები / 19 /
29 მატჩში 5 გოლი და სამადლო ხუთი ასისტი.ესეთი შედეგი პელეს და მარადონასაც არ ქონიათ ერთად აღებული.
ნამდვილი კომეტაა! ვარსკვლავი! ბურთის კარუზო და კუნტრუშის მეფე!
განა მე არ მინდა ყველაზე მაგარი იყოს? მაგრამ ოჯახმა აგენტმა ჩაგენტმა და ყველა ღუპავს ბავშვს.
დროა ცოლიც მეიყვანო, უკვე დიდი ბიჭი ხარ. და ხვიჩაც დაქორწინდა. მამას ბიჭია და იმიტომ.
ახლა ფეხებს გოუფრთხულდი, თან ფულის მომატებაზეც აწუწუნდი. მეტი გეკუთვნის, მეტიი! მილიონი რა ფეხებია?
აბა როგორ? .ოჯახის მეგობარი რო გეტყვის ბუნჩულა ბიჭს და სხვებიც რომ კვერს დაუკრავენ, რაფრა არ დაუჯერებს? ეგრე არ არის?
ოფლი არ გამეიდინო და არ გაცივდე! გენაცვალოს მთელი საახლობლო. და ... ხოო და
. და ბიჭმაც მოუკლო, შრომა შრომა და ბოლოს მაინც ფული! აი ამას ასწავლიდნენ მარა ხვიჩას ზოგიერთივით მაყუთი არ აინტერესებს და დაიბნა ბიჭი. პირველ კონტრაქტის მერე რა გახარებული იყო, ხო აწყობდა და უხააროდა? მერე, მერე რა მოხდა? აინტერესო ეგ არის.
არადა რა მაგრა დაიწყო, რა მაგრა მიაწვა, მარა. შრომას მოუკლო, პატრიარქს შეახვედრეს, ნეტა მიხვდა ბებერი ვინ მოინახულა? კობახიძემ ჩააკითხა.ღარიბამ, ზებრამაც შეაქო! უუუუხ! დედას ვუტირებო ფიქრობდა მარა..
აი ესეთი მაგრები ვართ ქართველები.
გუნდი ომობს? იომე!
მარტო დარჩი? იომე!
მარტომ შელეწე ციხე და სცადე დაამტკიცო რომ სხვებზე მაგარი და მართლა ღირსეული ხარ!
მაგრამ .. ვერც გაამტყუნებ 20 წლის ბიჭები არ ვყოფილვართ? არ გახსოვთ თავი ყარამანები გვეგონა გვარიგებდნენ თავს ვუქნევდით. ცუდს ვინ დაგვარიგებდა? ვერც ვიფიქრებდით! ჩვენიანია, ვუყვარვართ, ცუდს ვინ გვირჩევს არაა? ეგრე არ არის? სინამდვილეში კი.
თურმე სადა ბანაოოობ! აი ეს არის ამ ბიჭის პრობლემა. ფრენა დაავიწყდა, ფრენაა! ფრენა თუ არ იცი, ვინ დაგიკრავს ტაშს? ვინ შეგისვავს მხრებზე?
ხალხი გიჟი გგონია? ხალხი ბრმა არ არის, არაა! ხალხი ყველაფერს ხედავს და.. როგორ უტყდებათ ეეს ყველაფერი თქვენც იცით.
კ ო მ ბ ლ ე
13:35 01-02-2024
36
რა გაჩქარებს,შე კაცო!2027 -ის 30 ივნისიც მალე მოვა და მერე,განახევრებულ ხელფასზეც შეიძლება ლაპარაკი.უხელფასოდაც შეიძლება,დე ლაურენტისი წინააღმდეგი არ იქნება!
სოსო
10:53 01-02-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული