"ნაპოლისთან" დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Canale 8-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების თაობაზე ისაუბრა:
"მილანელი ტურები "კვარაზე" ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რათა გულშემატკივრებს შორის შუღლი ჩამოაგდონ და ისინი გაყონ. და ეს მაშინ, როდესაც გუნდის საქმეები ცუდად მიდის და უნდათ, სიტუაცია გაამწვავონ. საერთოდ არ არის სიმართლე, რომ კვარაცხელია წლიურ გასამრჯელოდ 7 თუ 8 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, კარგა ხანია მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვით, პირობები კონტრაქტის მესამე წელს უნდა გადაიხედოს. თუმცა ტურები დესტაბილიაციაზე უკვე მუშაობენ".