"მილანელი ტურები კვარაცხელიაზე ცრუ ინფორმაციას დესტაბილიზაციისთვის ავრცელებენ" - ნეაპოლელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Canale 8-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების თაობაზე ისაუბრა:

"მილანელი ტურები "კვარაზე" ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რათა გულშემატკივრებს შორის შუღლი ჩამოაგდონ და ისინი გაყონ. და ეს მაშინ, როდესაც გუნდის საქმეები ცუდად მიდის და უნდათ, სიტუაცია გაამწვავონ. საერთოდ არ არის სიმართლე, რომ კვარაცხელია წლიურ გასამრჯელოდ 7 თუ 8 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, კარგა ხანია მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვით, პირობები კონტრაქტის მესამე წელს უნდა გადაიხედოს. თუმცა ტურები დესტაბილიაციაზე უკვე მუშაობენ".

alt"აურელიომ სატრანსფერო კამპანია ჩააგდო" -

მოჯი დე ლაურენტისს დასცინის

alt"ნაპოლის" მომავალ სეზონში ახალი ძირითადი მეკარე ეყოლება

alt"სიმართლე გითხრათ, ეს დიდი უსამართლობაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" და ლეაო ერთმანეთს შეადარა

 

altკვარაცხელია "მილანისა" და "ბარსას" წინააღმდეგ - ქართველების საინტერესო თებერვალი

alt"ეს სიცრუეა" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?



მკითხველის კომენტარები / 9 /
ესეც კი გვეუბნება,რომ ამ სეზონში ხელფასის მომატება არ იგეგმება!ისმის ლეგიტიმური კითხვა:-ვისი აგენტია მამუკა ჯუღელი,დე ლაურენტისის თუ ხვიჩა კვარაცხელიასი?ჭკუათმყოფელი კაცი,ხვიჩას ინტერესების დაცვას ვერ დააბრალებს!ის მთლიანად დე ლაურენტისის ინტერესების გამტარებლად,ესე იგი მის აგენტად წარმოგვიდგება.
სოსო
10:21 02-02-2024
2
"პირობები კონტრაქტის მესამე წელს უნდა გადაიხედოს " - სამი წელით ჩააბარა მამუკამ? მაშინ აქ რას გვაბოლებს ეს მატრაბაზი აგენტი?
გია_544
10:26 02-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული