"ტუტოსპორტი" წერს, რომ ეს ევროგოლი იყო; calciomercato კი ქართველის აღნიშვნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც შეხვედრისას რამდენჯერმე მოუწოდა გულშემატკივრებს მეტი აქტიურობისაკენ, ხოლო, როდესაც გაიტანა, ყურზე თითი მიიდო, თითქოს პუბლიკას მიმართა: "მე თქვენი არ მესმის", რასაც გახარებული ტიფოზების ყიჟინა მოჰყვა - ისინი კვარაცხელიას გვარს სკანდირებდნენ.
ყოფილმა მსაჯმა ლუკა მარკეტიმ Dazn-ის ეთერში განაცხადა, რომ პირველ ტაიმში კვარაცხელია მოწინააღმდეგის საჯარიმოში კაბალთან კონტაქტის შედეგად წაიქცა, პენალტი
ჟურნალისტმა კარლო ალვინომ კითხვა დასვა, რომელსაც თავადვე უპასუხა: "რატომ მოიგო "ნაპოლიმ"? იმიტომ, რომ მათ ჰყავთ კვარაცხელია, აგრეთვე - ლინდსტრიომი და ნგონჟი, ვერონელებს კი არ ჰყავთ. ხარისხი, უპირველეს ყოვლისა, რთულ სიტუაციაში ვლინდება".
"სუპერკვარას" მაგია და არდანიშნული პენალტი - რა ითქვა "ვერონასთან" ნამატჩევს
მატჩის გმირი იყო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში
გოლი და რა გოლი - კვარაცხელიამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]